რომანი ახალგაზრდა, ლამაზ ქალსა და სექსუალურ მამაკაცს შორის ჰოლივუდისთვის უცნობი არ არის, თუმცა ზოგჯერ ასეთი ბანალური ისტორიები ძლიერ, მყარ კავშირს ქმნის. სწორედ ამის მაგალითია ტინა კუნაკისა და ვენსან კასელის ურთიერთობა.
რა შეიძლება ჰქონდეთ საერთო 50 წლის კაცსა და 18 წლის გოგოს? ტინა კუნაკსა და ვენსან კასელს შორის სხვაობა 30 წელია. მათ 2018 წლის 24 აგვისტოს იქორწინეს. ამ ამბავმა საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. წყვილის სამომავლო პერსპექტივას არაერთი ტაბლოიდი განიხილავდა. წერდნენ იმასაც, რომ წყვილი მალე დაშორდებოდა. ვენსანი და ტინა უკვე სამი წელია, რაც ერთად არიან და, როგორც ჩანს, ბედნიერი ოჯახიც აქვთ.
ყველაფერი დაიწყო ასე...
ვენსანს მანამდე არასდროს მოსწონდა ახალგაზრდა გოგონები. ფილმში „ეს უხერხული მომენტი“, სადაც მისი 45 წლის გმირი რომანს აბამს 17 წლის გოგოსთან, ვენსანს არ ესმოდა, როგორ უნდა დაინტერესებულიყო ახალგაზრდა ქალი ზრდასრული, ჩამოყალიბებული კაცით.
2015 წელს ის პირველად შეხვდა ახალბედა მოდელს, ტინა კუნაკს, რომელიც მაშინ 18 წლის იყო. ისინი შეხვდნენ იბიცაზე, სადაც ორივემ მოკლე სპონტანური შვებულება გაატარა. ერთმანეთი საერთო მეგობრის დახმარებით გაიცნეს, ისაუბრეს და ტინამ მომავალ მეუღლეს სერფინგის გაკვეთილის ჩატარება სთხოვა. შეთანხმდნენ, რომ მეორე დილას სანაპიროზე შეხვდებოდნენ, თუმცა ვენსანი ახალგაზრდა ქალის მიმართ ჯერ კიდევ სკეპტიკურად იყო განწყობილი.
ისინი მართლაც შეხვდნენ ერთმანეთს და ტალღებზე რამდენიმე გაკვეთილიც ჩაატარეს, შემდეგ კი გაისეირნეს. ტინას მოსწონდა ვენსანის ისტორიების მოსმენა, ვენსანი კი ტინას სიცოცხლისუნარიანობით, ენერგიითა და გამბედაობით მოიხიბლა. ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს ყოველდღე ხვდებოდნენ, ცდილობდნენ, პაპარაცებს გაქცეოდნენ, თუმცა წყვილის ფოტოები სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა. კასელის აზრი ახალგაზრდა გოგოს შესახებ ნელ-ნელა იცვლებოდა: მას არ აღიზიანებდა კუნაკის ლაპარაკი, მისი უსასრულო სელფები "ინსტაგრამისთვის"; მოსწონდა მისი გემოვნება ფილმებსა და მუსიკაში. მალე კი სულ დაივიწყა, რომ ასაკით ტინას მამაზე უფროსი იყო. ისინი თავს ერთად კარგად გრძნობდნენ. შვებულების დასრულების შემდეგ კი ვენსანი ბრაზილიაში დაბრუნდა, ტინა - მშობლებთან, საფრანგეთში.
სიყვარულს არ აქვს ასაკი
რამდენიმე თვის შემდეგ ტინამ გადაწყვიტა, რომ ვენსანი ძმებისთვის გაეცნო. ისინი ჯერ ფრთხილობდნენ, შემდეგ კი ისევე მოხიბლული იყვნენ მსახიობით, როგორც მათი და. 2016 წლის აგვისტოში წყვილმა პირველად გაამხილა ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია, ხოლო ნოემბერში პირველად გამოჩნდნენ ერთად "ვიქტორია სეკრეტის" ჩვენებაზე, პარიზში. წარმატებული მსახიობის გვერდით გამოჩენა ტინასთვის კარიერულ წინსვლასაც ნიშნავდა - უამრავი შემოთავაზება, გადაღებები და ჩვენებები ტინას ყოველდღიურობა გახდა.
თავდაპირველად წყვილი ბრაზილიაში ცხოვრობდა, თუმცა მსახიობმა საყვარელი ქალის გამო უარი თქვა იქ დარჩენაზე და საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. უცნაური დამთხვევაა, რომ სწორედ ამ დროს ვენსანის ყოფილი ცოლი მონიკა ბელუჩი ტოვებს პარიზს მიზეზით, რომ ის დაიღალა ქალაქის აურზაურით.
2017 წლის მაისში ორივე ყოფილი მეუღლე გამოჩნდა კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე: მონიკას თან ახლდა მსახიობი ჟილ ლელუში, ვენსანი კი ბრწყინავდა ტინას გვერდით.
ოჯახი
2018 წელს ტინა და ვენსანი ერთად შეხვდნენ, რის შემდეგაც მათი ურთიერთობა უფრო სერიოზულ ფაზაში გადავიდა. მსახიობმა მოდელს ცოლობა შესთავაზა და ულამაზესი ქორწილი იმავე წლის აგვისტოში გაიმართა. ცერემონია საფრანგეთში, ბიარიცასთან ახლოს გაიმართა. სწორედ ბიარიცაში ცხოვრობდნენ ტინას მშობლები და წყვილმაც მათ სიახლოვეს შეიძინა საკუთარი სახლი. ვენსანს ყოველთვის სურდა, მრავალშვილიანი მამა ყოფილიყო. მას მონიკა ბელუჩისთან ორი შვილი, დევა და ლეონი ჰყავს. „მე უზომოდ შეყვარებული ვარ და ვიცი, რომ ჩვენ აუცილებლად გვეყოლება შვილები“ - ამბობდა ის ტინასთან ქორწინებისას.
ქორწილიდან 8 თვის შემდეგ, 2019 წლის აპრილში, ტინამ გააჩინა გოგონა, რომელსაც ამაზონი დაარქვეს. 2021 წლის 31 ივლისს ვენსანმა საჯაროდ მიულოცა საყვარელ მეუღლეს ურთიერთობის მე-6 წლისთავი. წყვილს ჰარმონიული ოჯახი აქვს. ისინი იდეალურად აბალანსებენ ცხოვრებას და დროს ერთმანეთს, შვილს, პირად სივრცესა და მეგობრებსაც უთმობენ.
მას შემდეგ, რაც ვენსანისა და ტინას ურთიერთობის შესახებ გახდა ცნობილი, საზოგადოება მუდმივად ადარებს ერთმანეთს მონიკა ბელუჩისა და ტინა კუნაკს. მსჯელობა, რომელია უფრო ლამაზი, უფრო ჭკვიანი და უფრო მომხიბვლელი, დღემდე არ წყდება. ვენსანს ადანაშაულებდნენ იმაშიც, რომ ის სწორედ ახალგაზრდა ცოლის წყალობით ცდილობს თავადაც ახალგაზრდად გამოიყურებოდეს. თავად მსახიობს ამაზე ერთი პასუხი აქვს: „მე უკვე 50 წელს ვარ გადაცილებული. სიბერის მოახლოება უცნაურია. მოულოდნელად იწყებ იმის გაგებას, რა გიყვარს და რა - არა. ცხოვრება ერთია და ჩვენ აღარ გაქვს დრო, რომ ვითამაშოთ...“
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>