ანი გიუნტერი უკვე ათ წელზე მეტია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და ამ ხნის მანძლზე მან უამრავ ადამიანს შეაყვარა თავი. ანი სოციალურ ქსელშიც აქტიურია და გუშემატკივრებს ხშირად უზიარებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს.
როგორც ცნობილია, ანი გიუნტერს ყოფილი ქმრისგან, კახა არაბიძისგან ორი შვილი, მაშიკო და ლაზარე ჰყავს. შვილებისა და ოჯახის პარალელურად კი ახერხებს, ჰქონდეს წარმატებული კარიერა და მუდმივად ფორმაში იყოს. ამას მისი გამომწერების ხშირად აღნიშნავენ და წერენ, რომ ანი შესანიშნავად გამოიყურება.
განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ანის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული ფოტოები. როგორც ჩანს, ტელეწამყვანი ბათუმში ისვენებს და ახალ კადრებს გულშემატკივრებსაც უზიარებს: „ულამაზესი ხარ“, „საოცრად მომწონხარ”, „ლამაზი და საყვარელი გოგო“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
<div>
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>