„ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი ნაწილი ხარ შენ“ - თამუნა მუსერიძისა და სანდრო მიკუჩაძის ოჯახური იდილია და ახალი ფოტოები - Marao

„ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი ნაწილი ხარ შენ“ - თამუნა მუსერიძისა და სანდრო მიკუჩაძის ოჯახური იდილია და ახალი ფოტოები

2021-08-27 14:33:46+04:00


თამუნა მუსერიძისა და სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. თამუნა ტელეწამყვანია და წლების განმავლობაში ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზე, სანდრო კი პროფესიით მსახიობია და არაერთ ცნობილ სპექტაკლსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

თამუნა მუსერიძე ფართო საზოგადოებამ ტელეკომპანია „პირველი სტერეოდან“ გაიცნო. წარმატებული კარიერის პარალელურად, განსაკუთრებული ინტერესის საგანია თამუნა მუსერიძის პირადი ცხოვრება.

მისი პირველი ქმარი აჩი ფურცელაძე იყო: „აჩი ჩემი უახლოესი მეგობარი და ცხოვრების მუდმივი თანამგზავრია” - ამბობდა თამუნა მასთან დაშორების შემდეგ. მეორედ მან გუფიზე, იგივე გურამ მაკალათიაზე იქორწინა, რომელიც ბენდ ''ბანდეროლის” დრამერი იყო. მათ ერთი საერთო შვილი, სანდრო ჰყავთ.

თამუნა მუსერიძეს არაერთ ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ადამიანთან აწყვილებდნენ. დღეს კი მისი რჩეული მსახიობი სანდრო მიკუჩაძეა. წყვილს ორი საერთო შვილი, მარიანა და ანიკა ჰყავს. თამუნას მეორე ორსულობა პანდემიის პერიოდს დაემთხვა. სწორედ ამ დროს გაამხილა მან სასიამოვნო სიახლე: „ეს გინდოდათ?“ - წერდა თამუნა მუსერიძე. მის ფოტოს ემოციური კომენტარი მიუძღვნა მეუღლემ, სანდრო მიკუჩაძემ: „ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი ნაწილი ხარ შენ და თან ჩემპიონზე ჩემპიონი დედა. ძალიან მიყვარხარ და უზომოდ ბედნიერი ვარ შენი წყალობით. დიდი მადლობა შენ ამ ბედნიერებისთვის“.

სანდროსა და თამუნას ურთიერთობის შესახებ ცნობილი 2015 წელს გახდა. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში დაშორებულები იყვნენ, თუმცა, საბოლოოდ, შერიგდნენ და დღეს ბედნიერი ოჯახი აქვთ. თამუნა და სანდრო სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს ხშირად უზიარებენ ოჯახურ კადრებსა და სახალისო ვიდეოებს.