30 წლის ელენა გულწრფელად საუბრობს იმის შესახებ, რომ საკუთარ უარყოფით ენერგიას შვილების მიმართ ვერ აკონტროლებდა და დასახმარებლად ფსიქოლოგს მიმართა. მისი გამოცდილება, შესაძლოა, არაერთი დედისთვის იყოს სასარგებლო.
„მე ელენა ვარ, ორი ბიჭის დედა. მე ხშირად ვუყვირი ჩემს შვილებს, ზოგჯერ კუთხეში ვაყენებ, ოთახში ვკეტავ და ქამრითაც ვცემ. ხანდახან ჩემი შვილები ისე მაღიზიანებენ, რომ მზად ვარ მოვკლა. არ ვფიქრობ, რომ ჩემი ისტორია სხვებს ჰგავს, თუმცა მგონია, რომ ეს გამოცდილება ბევრ დედას დაეხმარება.
ეს ჯოჯოხეთი მაშინ დაიწყო, როცა ჩემი უმცროსი შვილი, ალექსანდრე დაიბადა. უფროსი, ნიკოლი, მაშინ სამი წლის იყო. უფროსი ძმისგან განსხვავებით, ალექსანდრე მუდმივად ტიროდა, არ ეძინა არც ეტლში და არც საწოლში, მხოლოდ ჩემს მკლავებში იძინებდა. ვცდილობდი, ყურადღება ნიკოლისთვისაც დამეთმო, მაგრამ ალექსანდრე ამის საშუალებას არ მაძლევდა. ნიკოლს სძულდა უმცროსი ძმა, ერთხელ დაარყა კიდეც მას, ხოლო მორიგი ისტერიის დროს, პატარს თავზე ბალიში დააფარა, რომ მისი ტრილი არ გაეგო. კიდევ კარგი, ახლოს ვიყავი... ახლა, როცა ბავშვები გაიზარდნენ, უფროსი 8 წლისაა, უმცროსი -5-ის, ჩემი ცხოვრება ვულკანს ჰგავს.
სახლი
ჩვენი ყოველი დღე იწყება და მთავრდება ჩხუბებითა და ჩემი ყვირილით. საუზმეზე ისინი ჩხუბობენ, რომ ერთ-ერთმა უფრო მეტი ფაფა გადმოიღო, თამაშოს დროს ორივეს ერთი და იგივე სათამაშო უნდათ, მათი კამათი სისხლისღვრამდე მიდის, მე კი მტელი დღის განმავლობაში ვყვირი. ხანდახან მინდა, უბრალოდ დავჯდე და ყავა მშვიდად დავლიო, ან ფილმს ვუყურო, მსვიდად მივიღო შხაპი... ისინი ამის საშუალებას არასდროს მაძლევენ. თქვენ ალბათ გაგიჩნდებათ შეკითხვა: "სად არის შენი ქმარი?" მე მყავს კარგი, კეთილი ქმარი, რომელსაც ვუყვარვართ მე და ჩვენი შვილები, მაგრამ იმისთვის, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ, ის სამსახურში დილით ადრე მიდის და გვიან ბრუნდება. ეს, ალბათ, ბევრი ოჯახისთვისაა ნაცნობი.
ქუჩა
ალექსანდრე ძალიან კომუნიკაბელური ბავშვია. ქუჩაში ყველას გაცნობა და ყველასთან თამაში სურს, მაგრამ პატარა დეტალებიც კი აბრაზებს - თუ ვინმე სათამაშოს არ ათხოვებს -სკანდალი, თუ ვინმე ადგილს არ დაუთმობს -სკანდალი, თუ ვინმე საქანელაზე არ დასვამს -სკანდალი.... სანამ სხვა დედები სკამზე სხედან და ახალ კოლექციებსა თუ სერიალებს განიხილავენ, მე ჩართული ვარ ჩემი შვილების ჩხუბში, ვაშველებ მათ და, ცხადია, ვყვირი.
საბავშვო მაღაზიები
დიდება ინტერნეტს! ჩვენ აღარ დავდივართ მაღაზიებში. ბავშვური ისტერიკა სუპერმარკეტის შუაგულში და იატაკზე გაწოლილი ალექსანდრე ჩემი ჯოჯოხეთია. მან ერაერთხელ დაამტვრია სათამაშოები მაღაზიაში, როცა რამეზე უარს ვეუბნებოდი, იატაკზე წვებოდა და ტიროდა. ღმერთო, როგორ მრცხვენოდა! ერთხელ, როცა ვერაფერს გავხდი, ის მაღაზიიდან ძალით გავათრიე, შენობის გვერდით მდებარე საპირფარეშოში შევიყვანე და მეც ცრემლები წამომივიდა. გონს მხოლოდ ნიკოლის კაკუნმა მომიყვანა, ის შოკში იყო მომხდარით... ამ ინციდენტის შემდეგ ალექსანდრესთან რამდენიმე დღის განმავლობაში არ მისაუბრია, საკუთარ თავს ვერ ვაპატიე მომხდარი. შემდეგ კი ფსიქოლოგთან ჩავწერე.
„შეწყვიტე საკუთარი თავის დადანაშაულება“
როდესაც გადავწყვიტე ფსიქოლოგთან წასვლა, სიტყვა არავისთვის მითქვამს. მრცხვენოდა ჩემი მეგობრებისთვის, დედაჩემისთვის, ჩემი ქმრისთვის იმის თქმა, რომ ამ ყველაფერს მე თვითონ ვერ ვუმკლავდებოდი, მივდიოდი სპეციალისტთან, რომლის მიმართაც ბევრი ჩემი მეგობარი სკეპტიკურადაა განწყობილი. სიმართლე გითხრათ, მე თვითონ არ მჯეროდა, რომ ის დამეხმარებოდა. პირველ შეხვედრაზე ფსიქოლოგმა მითხრა: „თუ შენ ბავშვებს უყვირი, ამაში უცნაური არაფერია“. მე გაოგნებული ვიყავი მისი სიტყვებით. „ეს ნორმალურია, ასეთ მდგომარეობაში კიდევ ბევრი დედაა, მაგრამ თავი არ უნდა დაიდანაშაულო, შენ ცუდი დედა არ ხარ, შენ უბრალოდ გინდა, რომ შენი შვილი კარგი ადამიანი გაიზარდოს. მთავარია, რომ ხედავ, აღიარებ იმას, რაც გაწუხებს, ახლა კი ჩვენ ვიპოვით მიზეზებს“ - მითხრა მან.
პირველი, რაც გავაკეთეთ, გავარკვიეთ, რის გამო ვუყვიროდი შვილებს - იმის გამო, რომ ისინი ცუდად იქცეოდნენ, იმის გამო, რომ ისინი ჩემს ნათქვამს არ იგებდნენ, იმის გამო, რომ უბრალოდ სამსახურში დაგროვილი უარყოფი ენერგია მქონდა თუ სხვ. ყვირილის გარჩევის სწავლა საკმაოდ რთული, მაგრამ ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. როდესაც გააცნობიერებთ მის მიზეზს, უფრო ადვილია საკუთარი თავის მართვა და თავის შეკავება, მოსალოდნელი ცუნამის შეჩერება.
მომდევნო მნიშვნელოვანი საკითხი, ამ პრობლემებზე ქმართან საუბარი აღმოჩნდა: „ვვარაუდობ, რომ იმაზე, რაც გაწუხებთ, ქმართან არც კი გისაუბრიათ, ხომ?’ - მკითხა ფსიქოლოგმა. ეს სიმართლეა. მე მთელ ჩემს ენერგიას ბავშვების აღზრდას ვახმარ, ის მთელ თავის რესურსს - ფულის გამომუშავებას. ენა არასდროს მომიბრუნდებოდა, მისთვის ჩემი პრობლემების შესახებ მეთქვა, რადგან ის ისედაც საკმარისად შრომობს და იღლება.
ფსიქოლოგის რჩევით, მე ვთხოვე ჩემს ქმარს, რომ ხუთშაბათი საღამო „ჩემი თავისთვის“ იქნებოდა. წავიდოდი სალონში, კაფეში, საყიდლებზე... იმ პირობით, რომ ბავშვებს ის დააძნებდა. დიდად არ გაუხარდა, თუმცა, ცხადია, დამთანხმდა.
სინამდვილეში, ჩვენ მხოლოდ მოგზაურობის დასაწყისში ვართ. მე მაინც ვუყვირი ბავშვებს და ისინი ისევ მაბრაზებენ, თუმცა არა ისე ხშირად, როგორც აქამდე. მე აღარ მრცხვენია, თუ გავბრაზდი და დავიყვირე და ვხვდები, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ასეთ დროს, ყოველთვის ჩემი ფსიქოლოგი სიტყვები მახსენდება: „ბავშვები ჩვენი სარკეა, თუ თქვენ გამუდმებით გაღიზიანებული ხართ, თქვენი შვილიც ასეთი იქნება - უბედური, ფეთქებადი, ემოციური... შეცვალეთ თქვენი ქცევა, ეს არასდროსაა გვიან. ეს ძნელი პროცესია, თუმცა შეუძლებელი არაფერია, აგრესიის ამ წრის დარღვევით თქვენ თქვენს შვილს საუკეთესო საჩუქარს გადასცემთ“.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>