ზოდიაქოს 12 ნიშნიდან თოთოეულ აქვს აბსოლუტურად განსხვავებული, უნიკალური თვისებები, რომელთა საშუალებითაც ის მოხიბლავს არამხოლოდ სასიყვარულო პარტნიორს, არამედ მეგობარსა და უბრალოდ ნაცნობსაც კი. ამასთან, თითოეულ მათგანს საკუთარი უარყოფითი თვისებებიც აქვს და დადებითთან ერთად, ზოგჯერ, ნეგატიური მხარეც არანაკლებ შესამჩნევია. ქვემოთ წაიკითხავთ, რა მოსწონთ და რას ვერ იტანენ ადამიანები თქვენთან ურთიერთობისას:
ვერძი
იმპულსური ხასიათი გაქვთ, თუმცა თქვენთან დროის გატარება ძალიან სასიამოვნოა. არასდროს იცით, რა გელით წინ და მზად ხართ სპონტანური გადაწყვეტილებებისთვის. თქვენს ფეთქებად ხასიათს შეუძლია კონფლიქტისა და დაძაბულობის გამოწვევა, რომელიც მოულოდნელად წარმოიქმნება და მალევე გადაიზრდება ნამდვილ ომში, რაც არც ისე სასიამოვნოა.
კურო
თქვენ ურთიერთობებში, ასე ვთქვათ, ცოტა მოუქნელი ხართ. თქვენი სიჯიუტე კი პარტნიორისთვის ნამდვილი თავის ტკივილია. მიუხედავად ამისა, თქვენ ძალიან ერთგული და საიმედო ადამიანი ხართ და გარშემომყოფები მზად არის, ეს სიჯიუტეც გაპატიონ.
ტყუპები
თქვენ ხალისს, ენერგიასა და მხიარულებას ვერავინ შეედრება. თქვენ ყოველთვის მზად ხართ თავგადასავლისთვის მოსაწყენი სამუშაო დღის ბოლოს. ხალხს იზიდავთ თქვენი გახსნილობითა და კომუნიკაციის უნარით, თუმცა ჭორები ხშირად ანადგურებს თქვენს რეპუტაციას.
კიბო
თქვენი გული ღიაა და ყოველთვის მზად ხართ, დაეხმაროთ სხვას პრობლემების მოგვარებაში, მაგრამ მხოლოდ საკუთარი პირობებით. ახლო ურთიერთობებში შეგიძლიათ იყოთ ძალიან მაკონტროლებელი - და ეს თქვენი პარტნიორისთვის დაძაბულობის წყაროა.
ლომი
თქვენ წარმოუდგენლად გულუხვი და ძალიან ერთგული ხართ ადამიანების მიმართ, მაგრამ შეგიძლიათ კარგად დამალოთ „კლანჭები“. როგორც კი მსხვერპლს ხელში ჩაიგდებთ, მაშინვე აიძულებთ მას, მონაწილეობა მიიღოს თქვენს დრამებში, რომელთა მოწყობაც ასე ძალიან გიყვართ.
ქალწული
თქვენ მომხიბვლელი ხართ, თუმცა ცვალებადი. ეს შეიძლება იყოს სტრესის მუდმივი წყარო როგორც თქვენთვის, ასევე პარტნიორისთვის. სანამ საკუთარი თავის განსჯას დაიწყებთ, გახსოვდეთ, რომ სხვები თქვენში მოთმინებასა და სიკეთეს ძალიან აფასებენ.
სასწორი
თქვენ უკანასკნელი რომანტიკოსი ხართ და გჯერათ სიყვარულის. მოგწონთ იმ ზღაპარში ცხოვრება, რომელიც თავად გამოიგონეთ. ერთადერთი პრობლემა, რაც ადამიანებს აწუხებთ თქვენთან კომუნიკაციისას არის ის, რომ თქვენ მუდმივად გაქვთ ფლირტი და გულწრფელად რომ ვთქვათ, თქვენ იწყებთ ახალ ურთიერთობას მანამ, სანამ წინას დაასრულებთ.
მორიელი
თქვენ დაჯილდოვებული ხართ ექსტრასენსის თვისებებით და სხვების აზრების კითხვა შეგიძლიათ. იყენებთ თქვენს სასარგებლოდ მიღებულ ინფორმაციას და მანიპულირებთ ადამიანებითა და სიტუაციებით, რაც ზოგჯერ იწვევს საკმაოდ დრამატულ შედეგებს. სხვების მანიპულირების ნაცვლად, შეეცადეთ, დაეხმაროთ მათ, გააცნობიერონ ქცევის მოტივები.
მშვილდოსანი
თქვენ ყოვლისმცოდნე ხართ, რაც ძალიან კარგი თვისებაა, მაგრამ პარტნიორისთვის, შესაძლოა, შემაწუხებელი იყოს. თქვენი მუდმივი მტკიცება და კომენტარები ზოგჯერ მოსაბეზრებელი ხდება. გახსოვდეთ, ყველაფერი ისე არ არის, როგორც თქვენ ხედავთ და გგონიათ.
თხის რქა
თქვენი დაჟინება და მონდომება მიგიყვანთ წარმატებამდე, ერთადერთი, რაც შეიძლება შემაფერხებელი იყოს თქვენთვის, არის მუდმივი კონკურენცია. ამას თქვენ ყველგან გრძნობთ და პირველ პაემანზე, ეცადეთ, დათმობებზეც წახვიდეთ, რათა პარტნიორი არ დააფრთხოთ.
მერწყული
ქვენ ოცნებობთ იდეალურ, ჰარმონიულ სამყაროზე, ხართ კეთილი და ჰუმანური, თუმცა, ზოგჯერ, იდეალები ზედმეტად გხიბლავთ და ფანატიზმისკენ მიდიხართ. ეცადეთ, აკონტროლოთ ემოციები და ფაქტებს უფრო მეტი ყურადღება მიაქციოთ.
თევზები
თქვენ დიდებული ფანტაზია და გონება გაქვთ. თქვენ შეგიძლიათ გადააჭარბოთ ყოველგვარ მოლოდინს და შექმნათ რაღაც მართლაც მონუმენტური, მაგრამ ნუ დაიკარგებით თქვენს გამოგონილ სამყაროში, ეს გიშლით ხელს ყოველდღიური ამოცანების გამკლავებაში და გაშორებთ რეალობას.