მოდელი და ქართველი ბიზნესმენის, თოშა ქებურიას მეუღლე, ქეთი ჟღენტი სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამსა“ და „ტიკტოკზე“, დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 54 ათასი გამომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეთი და თორნიკე მესამე შვილს ელოდებიან.
მოდელი ოჯახსა და მეგობრებთან ერთად ბოდრუმში ისვენებდა და საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ის თურქეთში გადაღებულ ულამაზეს კადრებს გამომწერებს კვლავ უზიარებს და მათ მესამე შვილის სქესის გამოცნობას სთხოვს: „გამოიცანით, ვინ არის?“ - წერს ქეთი. კომენტარებში მოსაზრებები ორად გაიყო, მოდელის გამომწერების ნაწილი ფიქრობს, რომ წყვილს გოგო ეყოლება, ნაწილი კი - ბიჭი.
ქეთი მეუღლესთან ერთად ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოში ყოფნისას დროის დიდ ნაწილს კაჭრეთის "ამბასადორში" ატარებს. მან თოშა ქებურიაზე 2017 წელს ოქრიწინა. ბიზნესმენმა რჩეულს ხელი საფრანგეთში, კანის სანაპიროზე სთხოვა. მათი გრანდიოზული ქორწილის შესახებ კი მედია დიდი ხნის განმავლობაში წერდა. წყვილს ორი შვილი, კატერინა და ბუბა ჰყავს, ხოლო მესამე შვილს იანვარში ელოდება.