ნიტა რაჭველიშვილის სახელი დიდი ხანია, რაც საქართველოს საზღვრებს გასცდა და მას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ საოპერო მომღერალს მსოფლიო იცნობს. წარმატებული კარიერის პარალელურად, ანიტა სოციალურ ქსელშიც აქტიურია და საკუთარ მოსაზრებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის ღიად გამოთქვამს.
ანიტა ხშირად აქვეყნებს მეუღლესთან ოთარ მაისურაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. ამჯერად ის რჩეულს ქორწინების 5 წლის თავს ულოცავს და წერს, რომ ეს წლები მისთის უბედნიერესი იყო: „ქორწინებიდან 5 წელი, ბედნიერების ხუთი წელი... ძალიან მიყვარხარ, ოთი“ - წერს ანიტა რაჭველიშვილი.
ანიტა რაჭველიშვილმა რჩეულზე, ოთარ მაისურაძეზე 5 წლის წინ იქორწინა და მას შემდეგ ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებს. წყვილის ჰარმნიული ურთიერთობა გამომწერების მხრიდან ყოველთვის დადებით შეფასებასა და უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. ანიტა და ოთარი პირველი შვილის მოლოდინში არიან. ისინი ნოემბერში გოგონას მშობლები გახდებიან.