„ძლივს გაბადრული სახით“ - მამულიჩა ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს - Marao

„ძლივს გაბადრული სახით“ - მამულიჩა ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს

2021-08-31 12:58:57+04:00


კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩას, და ლელა წურწუმიას თინეიჯერი ქალიშვილი მარიკო ცნობილი მშობლების გამო არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მამულიჩა და ლელა შვილის ფოტოებსა და ვიდეოებს საკუთარ „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებენ და გულშემატკივრებისგან უამრავ დადებით კომენტარს იღებენ.

განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს მამულიჩას მიერ გამოქვეყნებული ბოლო ფოტო: „ძლივს გაბადრული სახით“ - წერს ის მარიამის ფოტოზე. როგორც ცნობილია, მარიამი გატაცებულია ფოტოგრაფიით და მის ობიექტივში ხშირად ხვდებიან მშობლებიც.

მარიამს პატარაობაში მამას, კახი მამულაშვილს ამსგავსებდნენ, თუმცა, როგორც გამომწერები აღნიშნავენ, წლების მატებასთან ერთად, ის უფრო და უფრო ემსგავსება დედას, განსაკუთრებით, თვალებით.