„ბიუთი ბლოგერი" თაკო საზინა სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის, გარდა „იუთუბისა“, „ინსტაგრამზეც“ აქტიურია და საკუთარ ყოვედღიურობას ხშირად უზიარებს გამომწერებს.
ცოტა ხნის წინ თაკოს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო - მან თორნიკე სეხნიაშვილზე იქორწინა. წყვილმა საცხოვრებლად ცალკე გადასვლა გადაწყვიტა და სწორედ ამიტომ თაკო ხშირად აზიარებს სახლის რემონტთან, ავეჯსა თუ სხვა დეტალებთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც.
ამჯერად თაკო გამომწერებს სახლში დამზადებული თმის ნიღბის რეცეპტს უზიარებს. როგორც ის განმარტავს, ალკოჰოლის გამოყენება ნიღბებში თმას განსაკუთრებულ ბზინვარებას ანიჭებს, მის მიერ შემოთავაზებული რეცეპტით კი შესამჩნევი შედეგი მომენტალურად მიიღება: „1 კვერცხის გული, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, 1 ს/ს არაყი ან ვისკი. წაისვით მშრალ თმაზე, გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში და დაიბანეთ ჩვეულებრივად. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება ალკოჰოლმა თმა გამოაშროს, თუმცა ზეითუნის ზეთი და კვერცხის გული გაანეიტრალებს" - წერს თაკო საზინა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>