ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც.
თამო ვაშალომიძე მეუღლესთან, აკა სამხარაძესთან და შვილებთან, სოფიასთან და მაქსიმესთან ერთად ცხოვრობს. სულ ცოტა ხნის წინ თამომ „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით ქალებს მიმართა და გამოცდილების გაზიარება სთხოვა: „დედებო, თქვენი აზრი მაინტერესებს, ვინც გამოცდილი დედები ხართ, ვინც ღამეების გათენება თქვენი ცხოვრების რეჟიმად აქციეთ, როგორ ხართ? მე სამი თვეა, დამეწყო თავის ტკივილები, ყოველდღე ვსვამ წამალს. გადავწყვიტე, რომ გავიკეთო მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია“ - ამბობდა თამო ვაშალომიძე.
ამჯერად ის გამოკვლევის პასუხებს ასაჯაროებს და ამბობს, რომ სერიოზული არაფერი სჭირს: „საშიში არაფერია, ექიმი მომცემს დანიშნულებას, ვიმკურნალებ და ყველაფერი კარგად იქნება. დანარჩენს დრო გვიჩვენებს, როგორ განვითარდება მოვლენები, ყოველ წელს გავაკონტროლებ ხოლმე ამ ჩემს პატარა კისტას“ - ამბობს ის.
<div>
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>