„არ იფიქროთ ბევრი და სცადეთ... მოგწონთ?“ - თიკა ფაცაციამ ახალი იმიჯი მოირგო - Marao

„არ იფიქროთ ბევრი და სცადეთ... მოგწონთ?“ - თიკა ფაცაციამ ახალი იმიჯი მოირგო

2021-09-02 12:27:08+04:00

თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ გამომწერებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას, აძლევს რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით და, გარდა ამისა, გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ყოველდღიურად უზიარებს.

ამჯერად თიკა „ინსტაგრამზე“ ფოტოს შეცვლილი იმიჯით აქვეყნებს: „გაახლება ყოველთვის კარგი იდეაა. არ იფიქროთ ბევრი და სცადეთ... მოგწონთ?“ - წერს ტელეწამყვანი. როგორც ჩანს, თიკას გამომწერებსა და გულშემატკივრებს მისი ახალი ვარცხნილობა მოეწონათ და კომპლიმენტებიც არ დაიშურეს: „ულამაზესი თიკა, ყველაფერი რომ უხდება“, „ძალიან გიხდება“, „სასწაული გოგო ხარ“ - წერენ კომენტარებში.