მსახიობმა სელმა ჰაიეკმა 55-ე დაბადების დღე ლურჯ საცურაო კოსტიუმში ჩაცმულმა, სანაპიროზე გაატარა. ფოტო ჰოლივუდის ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში განათავსა, სადაც პალმის ხეებისა და ტალღების ფონზე პოზირებს.
ფოტოს ჰაიეკის გულშემატკივრები დადებითად აფასებენ და წერენ, რომ 55 წლის ასაკში, როცა ასეთი სხეული გაქვს, დაბადების დღის სანთლები საჭირო აღარ არის.
"ბედნიერი 55-ე დაბადების დღე მე. მოუთმენლად ველი ახალ თავგადასავლებს. მადლიერი მე" - წერს ჰაიეკი.
მსახიობს დაბადების დღე მიულოცეს ფოტოს კომენტარებში ჯეისონ მომოამ, რიჩარდ მედენიმ, პირს ბროსნანმა და სხვებმა.
როგორც ცნობილია, სელმამ წინა წელსაც საცურაო კოსტიუმში გაატარა დაბადების დღე.