პირველი კადრები დათუნა მგელაძის ქორწილიდან - ნახეთ, ვინ არის მომღერლის რჩეული - Marao

პირველი კადრები დათუნა მგელაძის ქორწილიდან - ნახეთ, ვინ არის მომღერლის რჩეული

2021-09-06 10:45:28+04:00


დათუნა მგელაძე ფართო საზოგადოებამ წლების წინ ერთ-ერთი მუსიკალური პროექტიდან გაიცნო. დათუნა არაერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ სწორედ მუსიკა დაეხმარა მას ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდის დაძლევაში. როგორც ცნობილია, მუსიკალურ პროექტში მონაწილეობამდე ის ავარიაში მოყვა და ორი წლის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული.

ტელეეკრანზე პირველად გამოჩენისთანავე, დათუნამ უამრავი ადამიანის გული მოიგო, თუმცა ის საკუთარ პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა არასდროს საუბრობდა. რამდენიმე თვის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მომღერალი ჟურნალისტ ნინო ფუტკარაძეზე იყო შეყვარებული. მათ სოციალურ ქსელში ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურეს.

ამჯერად ნინო ფუტკარაძისა და დათუნა მგელაძის მეგობრები კადრებს წყვილის ქორწილიდან ავრცელებენ. როგორც ჩანს, ნინომ და დათუნამ ეს მნიშვნელოვანი დღე მოკრძალებულ გარემოში, მეგობრების თანხლებით აღნიშნეს.