„ბედნიერებისგან ანათებ, მარიკა“ – მარიკა თხელიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს - Marao

„ბედნიერებისგან ანათებ, მარიკა“ – მარიკა თხელიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს

2021-09-06 11:06:55+04:00


მომღერალმა მარიკა თხელიძემ და „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი მანველიძემ საკუთარი ურთიერთობა მარტის თვეში დააკანონეს. ხელის მოწერის ცერემონიიდან კადრები მარიკას ბავშვობის მეგობარმა, ნინი ქარსელაძემ გამოაქვეყნა.

სულ ცოტა ხნის წინ წყვილმა ქორწილი გადაიხადა. წვეულებას არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის, თიკა ჯამბურია, დათუნა სირბილაძე, ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრები და სხვ. პატარძალს კი დიზაინერ თაკო მექვაბიძის კაბა ეცვა.

ამჯერად მარიკა თხელიძე ოჯახსა და მეგობრებთან ერთად აჭარაში ისვენებს, „ისნტაგრამზე“ კი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს: „მიყვარს ეს ბიჭი და გოგო, თან ძალიან”, „რა მაგარია...“, „ბედნიერებისგან ანათებ, მარიკა“ - წერენ კომენტარებში.