"იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოეწონებათ ჩემი პოზიცია, არ გავჩუმდები… ჩვენ უნდა მოვუწოდოთ ადამიანებს, რომ აიცრან” - თამო ვაშალომიძე - Marao

"იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოეწონებათ ჩემი პოზიცია, არ გავჩუმდები… ჩვენ უნდა მოვუწოდოთ ადამიანებს, რომ აიცრან” - თამო ვაშალომიძე

2021-09-06 11:24:51+04:00


ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც.

ამჯერად თამო ვაშალომიძე ორიგინალურ კადრებს აქვეყნებს, სადაც მას ტანი სხვადასხვა მოწოდებით აქვს მოხატული - „მართეთ პანდემია“, „ვაქცინა გვიცავს“, „დაასრულე პანდემია“ და სხვ. „იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოეწონებათ ჩემი პოზიცია, არ გავჩუმდები ... ვინც საჭიროა თუ ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე, მაშინ ჩვენ უნდა ვეცადოთ, მოვუწოდოთ ადამიანებს, რომ აიცრან და წერტილი დაესვას პანდემიას!” - წერს მოდელი.

თამო ვაშალომიძის ფოტოს საოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და არაერთი განსხვავებული მოსაზრება მოჰყვა: „ნეტავ, რომელი ქვეყანა ნახე, რომ პანდემია დაემარცხებინათ ვაქცინაციის შემდეგ?!“, „ყოჩაღ, თამო, მაგარი ხარ!“, „ბევრი დაგიწერთ უარყოფით კომენტარს, მაგრამ ძალიან სწორი გადაწყვეტილება და მესიჯია თქვენი აუდიტორიისთვის“ - წერენ „ინსტაგრამზე“. თავად მოდელმა რამდენიმე დღის წინ "ფაიზერის" პირველი დოზა გაიკეთა და ამის შესახებ "ინსტაგრამზეც" დაწერა.