ლეონარდო დიკაპრიო უკვე სამ წელზე მეტია, რაც კამილა მორონეს ხვდება. როგორც ცნობილია, წყვილმა კარანტინიც ერთად გაატარა და ვრცელდება ჭორები, რომ კაილა ორსულადაა. მედია წერს, რომ, არაერთ ქალთან ურთიერთობის შემდეგ, ლეონარდომ „ის ერთადერთი „ იპოვა.
გადავხედოთ, თუ ვის ხვდებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავი წლების განმავლობაში:
ბრიჯიტ ჰოლი, 1994 წელი
ბრიჯიტთან ურთიერთობისას ლეონარდო კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამდა. მოდელი ახლა 37 წლისაა.
ბრიტანი დანიელი, 1995 წელი
ლეოს პარტნიორი „კალათბურთელის დღიურებში“. ისინი რეალურ ცხოვრებაშიც ხვდებოდნენ ერთმანეთს.
ამბერ ვალეტა, 1995 წელი
ამბობდნენ, რომ ლეოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი მას ძშემდეგ შეუყვარდა, რაც ის ჟურნალის გარეკანზე ნახა და ყველა გზა იხმარა, რომ მას რეალურად შეხვედროდა.
ნაომი კემპბელი, 1995 წელი
დიახ, დიკაპრიოს "პერსონალურ სამოდელო სააგენტოში" შავი პანტერას სახელიც წერია.
კლერ დეინსი, 1996 წელი
ლეონარდოს ცნობილი პარტნიორი საკულტო დრამაში „რომეო + ჯულიეტა“.
კრისტენ ზენგი, 1997 წელი
კლერ დეინისისა და ლეოს ურთიერთობა მალევე დასრულდა. მსახიობი „რომეო + ჯულიეტას“ პრემიერაზე უკვე კრისტენ ზენგთან ერთად მივიდა.
ჰელენა კრისტენსენი, 1997 წელი
დანიელი სუპერმოდელი მის მეგობარზე ექვსი წლით უფროსი იყო.
ბიჟუ ფილიპსი, 1998 წელი
ქერა მოდელებიდან ლეონარდო დიკაპრიომ ამერიკელ ბიჟუ ფილიპსზე გადაინაცვლა, რომელიც ახლა 35 წლისაა.
ევა ჰერციგოვა, 1998 წელი
მსახიობი და მოდელი შეხვდნენ ფილმის პრემიერაზე "ადამიანი რკინის ნიღაბში" და მათი ურთიერთობა ორ თვეს გაგრძელდა.
ლივ ტაილერი, 1999 წელი
წყვილი რამდენჯერმე დაშორდა და შერიგდა, თუმცა მათი ურთიერთობის დეტალებზე ბევრი არაფერია ცნობილი.
ჟიზელ ბუნდჰენი, 2000-2005 წლები
ბრაზილიელმა ლამაზმანმა ლეოსთან ყოფნა ხუთი წლის განმავლობაში შეძლო. ისინი ერთად ცხოვრობდნენ და პაპარაცების ობიექტივშიც ხშირად ხვდებოდნენ.
ბარ რაფაელი, 2006-2011 წლები
კიდევ ერთი ხანგრძლივი ურთიერთობა ლეონარდოს ბარ რაფაელთან ჰქონდა. ცხადია, ბარიც სუპერმოდელი იყო.
ანა ვიალიცინა, 2009 წელი
რუსი მოდელით ლეონარდო მას შემდეგ მოიხიბლა, ფრაც ბარ რაფაელთან შესვენება გადაწყვიტა.
ბლეიქ ლაივლი, 2011 წელი
ლეონარდოსთან ხანმოკლე ურთიერთობის შემდეგ, ბლეიქ ლაივლი დაქორწინდა მსახიობ რაიან რეინოლდსზე, რომელთანაც ის ახლა ქალიშვილს ზრდის.
ერინ ჰითერტონი, 2012 წელი
ვიქტორია სეკრეტის კიდევ ერთმა "ანგელოზმა" ლეონარდოსთან ერთ წელზე ნაკლები გაატარა და ადგილი სხვა მოდელს დაუთმო.
ტონი გარნი, 2013 წელი
მსახიობი მოდელს კანის კინოფესტივალზე 2013 წლის მაისში შეხვდა და მაშინვე დაპატიჟა საკუთარ იახტაზე.
ქეთი კლირი, 2014 წელი
ქეითთან შეხევდრა ლეომ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ურთიერთობა ტონი გარნისთან ჰქონდა. ქეითისა და ლეოს ფოტოები მედიაში გავრცელდა და რომანტიკული კავშირი გარნისთან ცუდად დასრულდა.
კელი რორბახი, 2015 წელი
კელისთან ლეონარდომ ურთიერთობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა 2016 წელს მათ განაცხადეს, რომ ერთად აღარ იყვნენ.
კამილა მორონე, 2017 - დღემდე
2017 წლიდან ლეო ურთიერთობაშია არგენტინელ მოდელ კამილა მორონესთან. როგორც ჩანს, ამჯერად ყველაფერი სერიოზულადაა, თუმცა წყვილს ნიშნობის შესახებ ჯერ არაფერი უთქვამს.