„ლილუ როგორ გგავს თურმე, ტყუპებივით ხართ“ - ნანიკო ხაზარაძე ძველ ფოტოებს აქვეყნებს - Marao

„ლილუ როგორ გგავს თურმე, ტყუპებივით ხართ“ - ნანიკო ხაზარაძე ძველ ფოტოებს აქვეყნებს

2021-09-09 12:46:54+04:00


ნანიკო ხაზარაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და კარიერის მანძილზე არაერთი გადაცემის წამყვანიც ყოფილა. ნანიკო საკუთარ ფოტოებსა და ვიდეოებს გამომწერებს სოციალურ ქსელშიც ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანი მეგობრებს წლების წინ გადაღებულ ფოტოს უზიარებს. ნანიკოს გამომწერები აღნიშნავენ, რომ შვილი, ლილუ ნუცუბიძე მას ძალიან ჰგავს: „ლილუ როგორ გგავს თურმე“, „ტყუპებივით ხართ“, „ლილუ მეგონა ამ ფოტოზე“ - წერენ ინსტაგრამზე.

ნანიკო ხაზარაძის გულშემატკივრები იმასაც აღნიშნავენ, რომ ტელეწამყვანს წლები ვერაფერს აკლებს: „ნანიკო, ბევრი არაფერი შეცვლილა“, „ისევ ასეთი ხარ“, „ნანიკო ყოველთვის გამოირჩეოდა ძალიან ლამაზი თვალებით“ - წერენ კომენტარებში.