„ყველა გადაღება გავაუქმე, საშინელი თავის ტკივილი მქონდა, სუსტად ვარ ახლაც...“ - თამო ვაშალომე - Marao

„ყველა გადაღება გავაუქმე, საშინელი თავის ტკივილი მქონდა, სუსტად ვარ ახლაც...“ - თამო ვაშალომე

2021-09-10 14:00:13+04:00

ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც.

სულ ცოტა ხნის წინ თამო ვაშალომიძემ ორიგინალური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მას ტანი სხვადასხვა მოწოდებით ჰქონდა მოხატული - „მართეთ პანდემია“, „ვაქცინა გვიცავს“, „დაასრულე პანდემია“ და სხვ. „იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოეწონებათ ჩემი პოზიცია, არ გავჩუმდები ... ვინც საჭიროა თუ ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე, მაშინ ჩვენ უნდა ვეცადოთ, მოვუწოდოთ ადამიანებს, რომ აიცრან და წერტილი დაესვას პანდემიას!” - წერდა მოდელი.

როგორც ცნობილია, თამო ვაშალომე რამდენიმე კვირის წინ „ფაიზერით“ აიცრა, ახლა კი მეორე დოზა გაიკეთა. ამის შესახებ მან „ინსტაგრამსთორიში“ ისაუბრა და თქვა, რომ მეორე დოზით აცრის შემდეგ მას თავის ტკივილი, მაღალი ტემბერატურა და სისუსტე აწუხებდა: „ყველა გადაღება გავაუქმე, უბრალოდ თავი ვერ ავწიე“ - ამბობს ის. მიუხედავად ამისა, განმარტავს, რომ ეს დისკომფორტი დროებითია და აცრა ყველასთვის საჭიროა.