"ძალიან რაღაცნაირი თეო" - თეონა ჩაჩუა ახალ, ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს - Marao

"ძალიან რაღაცნაირი თეო" - თეონა ჩაჩუა ახალ, ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს

2021-09-10 18:47:05+04:00


ინფლუენსერი თეონა ჩაჩუა სოციალურ ქსელში ახალ, ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს, სადაც მას შავი კლასიკური, საზაფხულო კაბა და მკვეთრი მაკიაჟი ამშვენებს.

თეონა სოციალურ ქსელში სიახლეებს ყოველდღიურად ავრცელებს, უნფლუენსერი თავისი ცხოვრების საინტერესო დეტალებს, თავისა და ტანის მოვლის შესახებ რჩევებსაც აზიარებს. ჩაჩუას გამომწერები მისგან ინოვაციურ, გამორჩეულ რჩევებს ხშირად ელოდებიან.

ახალ ფოტოებში თეონა საოცრად გამოიყურება. მას ხშირად ეუბნებიან რომ ამერიკელ სუპერმოდელ კენდალ ჯენერს ჰგავს, მართლაც, ფოტოებს თუ დააკვირდებით, თეონასა და კენდალს შორის მსგავსებას ნამდვილად შეამჩნევთ.

ინფლუენსერი ერთი შვილის დედაა, უსაყვარლესი კირა დედის ინსტაგრამზე ხშირად ჩნდება და ფოტოებიდან ჩანს, რომ ძალიან ჰგავს მას.

"ძალიან რაღაცნაირი თეო" , - უწერენ ახალ ფოტოებზე თეონას.

ჩაჩუას მუქი ფერები და ახალი სტილი ნამდვილად უხდება.