„იყო პერიოდი, როცა ოჯახში საჭმელიც კი არ გვქონია. ბებიაჩემი და დეიდაჩემი გვინახავდნენ, ისინი ემიგრაციიდან დავაბრუნე... ძალიან ემოციური იყო შეხვედრა ამდენი ხნის შემდეგ"- ლაშა ბექაური - Marao
2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, 28 ივლისს -90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ქართველი ძიუდოისტი, 21 წლის ლაშა ბექაური გახდა. ამ ამბავმა უამრავი ადამიანი გაახარა და წარმატებული სპორტსმენის მიმართ ინტერესი ერთიორად გაზარდა. საქართველოში დაბრუნებულ ლაშას აეროპორტში გულშემატკივრებმა საზეიმო დახვერდა მოუწვეს, ხოლო მოგვიანებით ის არაერთ პოპულარულ გადაცემაში მიიწვიეს.
ლაშა ბექაურმა გადაცემაში „ნოესთან“ საკუთარ ბავშვობასა და ოჯახზე ისაუბრა: „იყო პერიოდი, როცა ოჯახში საჭმელიც კი არ გვქონია. ბებიაჩემი და დეიდაჩემი, რომლებიც ახლა ემიგრაციიდან დავაბრუნე, ისინი იქიდან გვინახავდნენ. ბებიაჩემი საბერძნეთში, ათენში მუშაობდა ბოლო 19 წელია. პირობა მივეცი პატარა ასაკში, რომ ჩამოგივართ-მეთქი და დღეს ავასრულე. ძალიან ემოციური იყო შეხვედრა ამდენი ხნის შემდეგ. ჩამოდიოდა ხოლმე ბებიაჩემი პერიოდულად, მაგრამ ორ წელზე მეტია არ მინახავს. ბებიაჩემთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ყოველთვის გვინდოდა ერთად გვეცხოვრა“ - ამბობს ლაშა ბექაური.
როგორც სპორტსმენი განმარტავს, ის პირველად სპორტზე მშობლებმა მიიყვანეს: „მამას ყოველთვის სჯეროდა ჩემი, ყოველთვის მეუბნებოდა, რომ შემეძლო და გამომივიდოდა დიდ სპორტში ასპარეზობა. დედაჩემიც ყოველთვის მიბიძგებდა იმისკენ, რომ მევარჯიშა, არ დავნებებულიყავი და როცა ვმარცხდებოდი, მოტივაციას მაძლევდა“ - თქვა მან.