"ჩვენ ეს შევძელით” - ანუკი არეშიძე შვილებთან ერთად გადაღებულ ახალ ვიდეოებს აქვეყნებს - Marao

"ჩვენ ეს შევძელით” - ანუკი არეშიძე შვილებთან ერთად გადაღებულ ახალ ვიდეოებს აქვეყნებს

2021-09-14 13:14:14+04:00


დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს კახა კალაძისა და ანუკის უმცროსი შვილი ნიკოლასი.

უფროსი ვაჟები მშობლების სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდებიან. როგორც ანუკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ბიჭებს კამერების წინ პოზირება არ უყვართ, თუმცა ამჯერად ანუკი სწორედ შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებს. „რამდენ კვირაში გამასწრებს სიმაღლეში?” - წერს ანუკი ბუბუსთან ერთად გადაღებულ ფოტოზე.

მოგვიანებით დიაზინერმა კახაბერთან ერთად გადაღებული სხალისო ვიდეოებიც გამოაქვეყნა: „ღამის სკოლა“, "ჩვენ ეს შევძელით" - წერდა ის. ვიდეოში ჩანს, რომ დედა-შვილი დროს სასიამოვნოდ ატარებს და მათემატიკური თავსატეხების ამოხსნით ერთობა.