მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი - ნახეთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი - Marao

მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი - ნახეთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

2021-09-15 08:00:49+04:00


16-17 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.