"ჩემთვის ტრადიციების დაცვა მნიშვნელოვანი იყო... ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მაქვს გამოვლილი და ზუსტად მივხვდი, რა არის ნამდვილი სიყვარული" - დათუნა მგელაძე და ნინო ფუტკარაძე ჯვარს საზღვარგარეთ დაიწერენ - Marao

"ჩემთვის ტრადიციების დაცვა მნიშვნელოვანი იყო... ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მაქვს გამოვლილი და ზუსტად მივხვდი, რა არის ნამდვილი სიყვარული" - დათუნა მგელაძე და ნინო ფუტკარაძე ჯვარს საზღვარგარეთ დაიწერენ

2021-09-16 11:12:33+04:00


დათუნა მგელაძე მეუღლესთან, ნინო ფუტკარაძესთან ერთად ჟურნალ „სარკეს“ საკუთარ სიყვარულის ისტორიას უყვება და მომავალ გეგმებზეც საუბრობს.

დათუნას თქმით, ნინო მეგობრების გარემოცვაში 5 წლის წინ გაიცნო, გრძნობები სიყვარულში სამის წლის წინ გადაიზარდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რით მოხიბლა ნინიმ, დათუნას პასუხი იყო გარეგნობა და თვალები. "თუმცა ურთიერთობისა და დაახლოების ყოველ ეტაპზე სულ უფრო საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩენები იყო", - ამბობს მომღერალი.

ნინოს თქმით, კი დათუნა განსაკუთრებული, ძალიან ერთგული და სუფთა ადამიანია. თუმცა, სანამ მის თვისებებს გაიცნობდა, მისი ყურადღება მომავალი ქმრის თვალებმა მიიქცია.

"ძალიან ბევრჯერ დავრწმუნდი მის ერთგულებაში. დავრწმუნდი იმაშიც, რომ ძალიან ვუყვარვარ. ზოგადად, დათუნას პიროვნებაში იმდენად ბევრია დადებითი, რომ შეუძლებელია ახლა ყველაფრის ჩამოთვლა", - ამბობს ნინო ფუტკარაძე.

"მალევე მივხვდი, რომ ამ ადამიანის გარეშე ცხოვრება უბრალოდ არ შემიძლია. სხვანაირად სიტყვებით ვერ ავხნი ამ ყველაფერს, რაც მის მიმართ გამიჩნდა. ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მაქვს გამოვლილი და ზუსტად მივხვდი რა არის ნამდვილი სიყვარული.

მივედი ოჯახში, გავიცანი მისი ძმა, მშობლები. შეიძლება, ეს ფორმა ვიღაცისთვის ძველმოდურია, მაგრამ ჩემთვის ტრადიციების დაცვა მნიშვნელოვანი იყო. ხანდახან ჩვენი მშობლების აზრიც უნდა გავითვალისწინოთ. სხვანაირად რომ გადაგვეწყვიტა, შეიძლება, წინააღმდეგი არც არავინ ყოფილიყო, მაგრამ ასე მოვინდომე", - ამბობს დათუნა.

წყვილმა ქორწილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნინოს ოცნების ქორწილი პანდემიის გამო  გამო არ შედგა.

"რომ არა პანდემია, ჩემი ოცნების ქორწილი იქნებოდა გრანდიოზული. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ პატარა, ლამაზი ცერემონიალი საზღვარგარეთ მოვახერხოთ, სადაც დავიწერთ ჯვარს, ჩვენთან ერთად იქნებიან მეჯვარეები და ის მეგობრები, რომლებიც წამოსვლას მოახერხებენ", - ამბობს ნინო,

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>