ჯგუფ „ვია-გრას“ წევრი, ანა სედოკოვა 2021 წლის Met Gala– ს საჯარო ინციდენტზე ემოციურად საუბრობს. მან მხარდაჭერა გამოუცხადა ჯასტინის ცოლს, ჰეილი ბიბერს, რომელიც ცერემონიაზე კამერების წინ ატირდა.
ანა სედოკოვა, ჯგუფ „ვია-გრას“ მომღერალი წერდა, რომ ზოგჯერ ადამიანები სიტუაციებს არასწორად აფასებენ და არ იციან, რა იმალება ფარდის უკან. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ, რაც ჯანსტინი და ჰეილი Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩდნენ.
„წითელ ხალიჩაზე ჰეილი ძალიან დახეწილ შაბ კაბაში, ბრილიანტებსა და... შავ სათვალეში იყო. უცნაურად მომეჩვენა, რადგან მის იმიჯს არ უხდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ჰეილი ღონისძიების დასაწყისში ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა და ქმრის გვერდით კამერების წინ მომხიბვლელად პოზირებდა, მაგრამ მალევე ის ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს. დამსწრეების ნაწილმა გაიხსენა ჯასტინისა და მისი ყოფილი შეყვარებულის, სელენა გომესის ისტორია, რომელიც არც ისე კარგად დასრულდა. ჯანსტინი და ჰეილი ფოტოების გადაღების დროს უსიამოვნო შეძახილებით შეამკეს: „ნაძირალა ხარ!“ „ჯანსტინი და სელენა“, „შერიგდით“ - ყვიროდნენ ისინი. ამ ფაქტმა ჰეილიზე უარყოფითად იმოქმედა და მან ცრემლები ვერ შეიკავა. სწორედ ამ დროს სთხოვა მან ასისტენტს სათვალე, რათა ცრემლები დაემალა. იქ მყოფებს არც კი უფიქრიათ, რამხელა ტკივილი იყო ამ სათვალის მიღმა“.
ანა სედოკოვამ გამოხატა სინანული იმის გამო, რომ ადამიანებს სიძულვილის ასე გამოხატვა შეუძლიათ. ის ამბობდა, რომ ზოგჯერ სიტყვები უფრო მეტ ტკივილს გვაყენებს, ვიდრე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა. „იმედი მაქვს, ხალხი ოდესმე გახდება უფრო მეტად კეთილი და ჰუმანური“ - წერდა ის.
<div>
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>