„ამას რაც ასაკი ემატება, უფრო სიმპათიური ხდება“ - ანრი ჯოხაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს - Marao

„ამას რაც ასაკი ემატება, უფრო სიმპათიური ხდება“ - ანრი ჯოხაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს

2021-09-17 10:27:21+04:00

პოპულარული ქართველი მომღერალი და ტელესახე, ანრი ჯოხაძე, სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ბოლო დროს ანრიმ იმიჯი რადიკალურად შეიცვალა, გამომწერები კი ხშირად აღნიშნავენ, რომ მას ასაკი საერთოდ არ ეტყობა.

ანრი ჯოხაძე „ინსტაგრამსა“ და „ფეისბუკზე“ საკუთარ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს და გულშემატკივრებისგან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებს. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მომღერლის მიერ ბოლოს გამოქვეყნებულმა კადრებმა: „ამას რაც ასაკი ემატება, უფრო სიმპათიური ხდება“, „ძალიან კარგად გამოიყურები“, „ვარსკვლავი ხარ“ - წერენ კომენტარებში.