ირაკლი ნოზაძისა და ია დუდაშვილის 5 წლის ქალიშვილს, ნიაკო ნოზაძეს, ალბათ, ძალიან ბევრი იცნობს, სოციალურ ქსელში მას გულშემატკივრების ურიცხვი არმია ჰყავს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნიაკოს გამართულად საუბარიც კი არ შეეძლო, მისი ვიდეოები ვირუსულად ვრცელდებოდა როგორც „ფეისბუკზე“, ისე „ინსტაგრამსა“ და „იუთუბზე“. როგორც ნიაკოს დედა ია დუდაშვილი აღნიშნავს, მას შვილის პოპულარობაზე არასდროს უფიქრია, პატარა ვარსკვლავმა კი ხალხს თავი საკუთარი პოზიტიურობითა და უშუალობით შეაყვარა.
სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა ნიაკოს დედა, ია დუდაშვილიც. ის გამომწერებს პირადი გვერდიდან ხსირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს და ინფრომაციას სხვადასხვა საკითხის შესახებ. ამჯერად ია დუდაშვილი მიღწეული მიზნებს იხსენებს და ამბობს, რომ მას ძალიან უნდოდა უნივერსიტეტში ჩაბარება. მიუხედავად იმისა, რომ რუსული სკოლა დაამთავრა და, აბიტურიენტობის პარალელურად, მუშაობდა, მაინც შეძლო სასურველ უნივიერსიტეტსა და ფაკულტეტზე მოხვედრა. მეორე მთავარ მიღწევად ის ოჯახის სენარჩუნებას ასახელებს. როგორც ცნობილია, ია დუდაშვილი და ირაკლი ნოზაძე ორი წლის განმავლობაში დაშორებულები იყვნენ:
„იყო პერიოდი, როცა 2 წლის განმავლობაში ჩვენ დაშორებულები გვერქვა, მაგრამ მაინც თითქოს ერთად ვიყავით. შემდეგ კი მოხდა გარდატეხა - ორივემ გადავაფასეთ ღირებულებები. ამბიციები, სიამაყე და ეგოიზმი უკანა პლანზე გადავიდა“ - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში. ამჯერად წყვილი ორ შვილთან ერთად ცხოვრობს და მათ ბედნიერი ოჯახი აქვთ.