„ლიზა და ჰარი 8 წლის!“ - როგორ აღნიშნეს ტყუპების იუბილე ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა - Marao

„ლიზა და ჰარი 8 წლის!“ - როგორ აღნიშნეს ტყუპების იუბილე ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა

2021-09-20 11:30:07+04:00


მაქსიმ გალკინმა და ალა პუგაჩოვამ შვილების 8 წლის იუბილის აღსანიშნავად, 18 სექტმბერს ნამდვილი დღესასწაული მოაწყეს. წვეულება მოსკოვის მახლობლად მდებარე სახლში გაიმართა, რომელიც „ვარსკვლავური ომების“ თემატიკაზე შექმნილი დეკორაციებითა და აქსესუარებით გააფორმეს. ლიზამ და ჰარიმ თქვეს, რომ ეს დღე არა მხოლოდ მათი, არამედ მშობლების ზეიმიცაა. პატარებმა მოულოდნელი სურპრიზიც მოამზადეს, წაიკითხეს ლექსები და ნათესავებს მადლობა გადაუხადეს მუდმივი ზრუნვისთვის, ყურადღებისა და სიყვარულისთვის.

ეს არ იყო ტრადიციული საბავშვო წვეულება, ტყუპებმა დამსწრეებს „ვარსკვლავური ომებით“ შთაგონებული შოუ შესთავაზეს. სტუმრებისთვის გასაკვირი აღმოჩნდა ისიც, რომ ლიზა და ჰარი 8 წლის ასაკში ასე კარგად იცნობენ „ვარსკვვლავურ ომებს.“ მედიაში წერენ, რომ მშობლები შვილების გემოვნებასა და ერუდიციაზე ზრუნავენ. წვეულების ყველა დეტალი წინასწარ გათვლილი და მომზადებული იყო, გარემო სტუმრებს ფანტასტიკის ჟანრის ფილმში აგრძნობინებდა თავს. შორეული გალაქტიკიდან მოსული ანიმატორები კი ამ შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებდნენ. საღამოს მუსიკალური გაფორმებაც ახლდა და ჰარისა და ლიზას დაბადების დღეზე ექსკლუზიური კომპოზიციების შესრულდა.

ბავშვებისთვის დაგეგმილი იყო არაერთი აქტივობა, შეჯიბრი, ცეკვა, სიმღერა... სამახსოვრო კადრები გულშემატკივრებისა და გამომწერებისთვის მაქსიმ გალკინმა გადაიღო.