„5-11 წლის ასაკის ბავშვებში პფაიზერის ვაქცინის ეფექტურობა დადასტურდა" - როდის დაიწყებენ ამ ასაკის ბავშვების აცრას? - გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს - Marao

„5-11 წლის ასაკის ბავშვებში პფაიზერის ვაქცინის ეფექტურობა დადასტურდა" - როდის დაიწყებენ ამ ასაკის ბავშვების აცრას? - გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს

2021-09-20 08:35:55+04:00


საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევების შედეგებს სოციალურ ქსელში ასაჯაროვებს და წერს, რომ პფაიზერის ვაქცინა 5-11 წლის ასაკის ბავშვებში ეფექტიანია.

„ამ ინფორმაციას ელოდებოდა ყველა.

პფაიზერის ვაქცინის ეფექტურობა იქნა დადასტურებული 5-11 წლის ასაკის ბავშვებში.

პფაიზერი/ბიონტეკი ამ კვირაში შეიტანენ განაცხადს ავტორიზაციაზე ამ ასაკობრივ ჯგუფებისათვის.

5 წლის ქვევით ასაკის კვლევები მიმდინარეობს და 2-3 თვეში იქნება ხელმისაწვდომი. ალბათ დაშვებულიც იქნება საახალწლოდ.

შეგახსენებთ, პფაიზერი/ბიონტეკს სრული ავტორიზაცია აქვს მიღებული ამერიკის წამლის სააგენტოდან 16 წლის ზემოთ ასაკიდან. 12-16 წლის ასაკობრივ ჯგუფში კი გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია“, - წერს ფხაკაძე.

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>