„ამბობდნენ, რომ ერთ-ერთი ცნობილი კაცის საყვარელი ვიყავი“ - გიორგი ცხადაძე - Marao

„ამბობდნენ, რომ ერთ-ერთი ცნობილი კაცის საყვარელი ვიყავი“ - გიორგი ცხადაძე

2021-09-21 14:27:27+04:00


მომღერალი და მსახიობი გიორგი ცხადაძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის მეუღლესთან, ჟურნალისტ სალომე ლემონჯავასა და შვილთან, პატარა ნენესთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეობს გამომწერებს ხშირად უზიარებს, მათგან კი ყოველთვის უამრავ დადებით შეფასებას იღებს.

„ფორმულას“ დილის ეთერში გიორგი ცხადაძემ საკუთარ ცხოვრებასა და წარსულზე ისაუბრა: „ყველაზე ბედნიერი წამი იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა მამაჩემის კონცერტზე ვიყავი ფილარმონიაში. მამამ მაშინ იმღერა ერისიონის კონცერტზე, მე როცა სახლში მივედი, გავიმეორე, რასაც მამა აკეთებდა სცენაზე და მაშინ მიხვდნენ, რომ მეც მქონდა სცენასთან კავშირი“ - იხსენებს გიორგი. „საერთოდ განსხვავებულია იდგე სცენაზე, როგორც მსახიობი და იდგე სცენაზე, როგორც მომღერალი. მე, პირველ რიგში, მსახიობი ვარ“- ამბობს ის.

გიორგი ცხადაძემ მეუღლეზე, სალომე ლემონჯავასა და შვილზე, ნენეზეც ისაუბრა: „ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ჩემი ცოლი, სალომე, საოცრად მიყვარს და ის რომ არ იყოს ჩემს ცხოვრებაში, მე არ ვიქნებოდი ოდნავ ისეთი წარმატებული, როგორიც ვარ. ერთ სკოლაში ვსწავლობდით და სულ მიტაცებდა, სულ დავსდევდი, ხან ყვავილები მიმქონდა. ჩვენ ძალიან ვცდილობთ, რომ ვიყოთ პარტნიორები და არამხოლოდ ცოლი და ქმარი. ცხოვრება იყო შვილამდე და ცხოვრება იყო იმ წამამდე, როცა მშობიარობას დავესწარი და ნენე პირველად დავინახე. ეს არის ის, რაც არასდროს განმეორდება, ეს წამები რომ არ ყოფილიყო და არ დავსწრებოდი მშობიარობას, შვილი, შეიძლება, ისე ძალიანაც არ მყვარებოდა, როგორც დღეს მიყვარს, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთან დროის გატარება და ჩართულობა. ჩემი ნენეტო ძალიან საყვარელია, ძალიან მალე შეუყვარდა ხალხს“ - თქვა გიორგიმ.

კითხვაზე, თუ რა ჭორი გაუგია საკუთარ თავზე, მომღერალმა ერთი ფაქტი გაიხსენა: „გვეხერხება ხოლმე ქართველებს, იმის თქმა, რომ ეს იმის საყვარელია, ის - იმის. ჩემზეც თქვეს, რომ ვიღაცის საყვარელი ვიყავი, თან ეს ადამიანი იყო კაცი“.