ნუკა ყარალაშვილმა „მის საქართველო 2015“-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ ქვეყანა „მის მსოფლიოზეც“ წარადგინა და ტოპ 30 გოგონას შორისაც მოხვდა. მოდელი მონაწილეობას იღებდა პოპულარულ შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავებშიც“.
ნუკამ 2019 წელს ზაზა ტყეშელაშვილზე იქორწინა. მიუხედავად იმისა, რომ მოდელი იშვიათად საუბრობს პირად ცხოვრებაზე, სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ამჯერად წყვილი ქორწინების ორი წლის თავს აღნიშნავს და ქორწილის ულამაზეს კადრებს აზიარებს.


„მზად ვარ პაემანზე წასასვლელად“ - წერს ნუკა ყარალაშვილი. მან და მისმა მეუღლემ მნიშვნელოვანი თარიღი ვახშმით აღნიშნეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>