ვინ არის ქართველი მოდელი, რომელმაც „ემპორიო არმანის“ ჩვენება გახსნა - Marao

ვინ არის ქართველი მოდელი, რომელმაც „ემპორიო არმანის“ ჩვენება გახსნა

2021-09-24 13:25:51+04:00

წარმატებულმა ახალგაზრდა მოდელმა მაკო მაჭავარიანმა Emporio Armani-ს ჩვენება გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაცია მან „ინსტაგრამგვერდზე" გამოაქვეყნა: „მე გავხსენი Emporio Armani-ს შოუ“ - წერს მაკო.

მაკო მაჭავარიანი მილანის მოდის კვირეულში მონაწილეობას Milan URBN Models-თან გაფორმებული ორწლიანი კონტრაქტის ფარგლებში იღებს. საქართველოში კი მას ნინო ცქიტიშვილის სააგენტო Look Models Management-ი წარმოადგენს.

Milan URBN Models-თან თანამშრომლობით, მაკო მაჭავარიანმა მილანის მოდის კვირეულის რამდენიმე ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ბრენდ ac9world-ის კოლექციაც წარადგინა.