გოგო, რომელიც ქალწული გათხოვდა და შემდეგ ეს ძალიან ინანა - Marao

გოგო, რომელიც ქალწული გათხოვდა და შემდეგ ეს ძალიან ინანა

2021-09-24 16:08:49+04:00


დავა იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა ქალწული გოგო გათხოვებისას, უკვე წლებია, არ წყდება. ზოგი ამტკიცებს, რომ ეს ტრადიციების ნაწილია და ქალი ვალდებულია, მიჰყვეს ამ ნორმას, ხოლო ზოგი თვლის, რომ ეს მიდგომა დიდი ხანია, მოძველდა. კაცებს, რომლებიც თვლიან, რომ მათი მომავალი ცოლი აუცილებლად ქალწული უნდა იყოს, ზოგჯერ ეგოისტებადაც მოიხსენიებენ და ამ მიდგომას სწორედ კაცურ ეგოიზმზე დაფუძნებულ ანაქრონიზმს უწოდებენ. „თუ თქვენ არ გაქვთ ინტელექტი, სიბრძნე და ქალურობა, კაცი მხოლოდ ქალწულობით შეგიძლიათ, დააინტერესოთ“ - წერს არაერთი გოგო სოციალურ ქსელში. ქვემოთ წაიკითხავთ იმ ქალის ისტორიას, რომელმაც ქალწულობა ქორწილის ღამეს დაკარგა.

„22 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. ქორწილი დეკემბერში შედგა, მქონდა ჩემი საოცნებო კაბა და ყველაფერი იდეალურად იყო. მას შემდეგ, რაც 11 წლის გავხდი, დედაჩემი ყველა შესაძლო მომენტში მიმეორებდა, რომ ქორწილამდე ქალწული უნდა ვყოფილიყავი, იქნებოდა ეს სერიალის ყურებისას, სახლის დალაგებისას, ჭურჭლის გარეცხვისას თუ სხვ. მე დედაჩემს დავუჯერე, თუმცა ახლა ამას ძალიან ვნანობ.

რატომ დავუჯერე დედას? იმიტომ, რომ მე ის მეცოდებოდა. ჩემი შობლები მაშინ დაშორდნენ, როცა მე სამი წლის ვიყავი და არ მინდოდა, მისთვის სანერვიულო მიმეცა. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ მისი ხასიათი ჩემს ქცევაზე იყო დამოკიდებული და ვცდილიბდი, ვყოფილიყავი იდეალური მოსწავლე, იდეალური მეგობარი, იდეალური შვილი...

„კარგი ბიჭები მხოლოდ კარგი რეპუტაციის გოგოებზე ქორწინდებიან“ - მეუბნებოდა ის და მეც მჯეროდა, რომ ყველაფერი ასე უნდა ყოფილიყო. არ აღვწერ ქორწილს, უბრალოდ ვიტყვი, რომ მე იმედგაცრუებული ვიყავი „პირველი ღამით“. ყველაფერი სულ სხვაგავარად წარმომედგინა და ახლა უსიამოვნო მოგონებების მეტი არაფერი შემრჩა. მიუხედავად იმისა, რომ მე მინდოდა, შემენარჩუნებინა ოჯახი და ქმარი, ჩვენი თანაცხოვრება არ გამოვიდა. უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ტემპერამენტებს შორის აცდენა იყო. ჩვენ მუდმივად ვცდილობდით, ჩვენი კავშირი ყოფილიყო ინტიმური, თუმცა არაფერი გამოგვდიოდა. ქორწილამდე რომ მცოდნოდა ეს ყველაფერი, ცხადია, მას ცოლად არ გავყვებოდი.“

სექსოლოგები მიიჩნევენ, რომ გოგონებისთვის ქორწინებამდე სექსუალური აქტივობის ნაკლებობა შეიძლება ნამდვილ ტრაგედიად იქცეს. ”როდესაც გოგო მოკლებულია მომავალ ქმართან ინტიმური ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას, ქალი შეიძლება შეცდეს. პირველ რიგში, პარტნიორები შეიძლება უბრალოდ არ შეესაბამებოდნენ ერთმანეთს ანატომიურად, ან შეუთავსებელი იყოს მათი ტემპერამენტი.

„მხოლოდ განქორწინების შემდეგ გავბედე და ვკითხე დედაჩემს, რატომ იყო მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ქალწული ვყოფილიყავი. ბევრი ვისაუბრეთ და ეს საუბარი არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდა, გაირკვა, რომ დედედაჩემი მამინაცვლის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა მას ამაზე არასდროს არავისთვის უთქვამს. ჩემს მამას ეჭვი ეპარებოდა, ნამდვილად მისი შვილი ვიყავი თუ არა და დედა ამაზე ძალიან ნერვიულობდა... მე დავდე პირობა, რომ ჩემს შვილს მსგავს შეზღუდვებს არასდროს დავუწესებ“.