სტერეოტიპი იმის შესახებ,რომ კაცი ქალზე ასაკით უფროსი უნდა იყოს დაიმსხვრა და ამის თვალსაჩინო მაგალითებს არამარტო მსოფლიოში, არამედ ჩვენს პატარა ქვეყანაშიც ვხვდებით. თუ ქართველ ცნობილ წყვილებს გადახედავთ მათ შორის ისეთებსაც აღმოაჩენთ, ქალები მამაკაცებზე უფროსები რომ არიან და ასაკობრივი სხვაობის დამალვაზე არც ფიქრობენ.
გთავაზობთ ხუთეულს იმ ქალებისა, რომლებიც ასაკით უმცროს მამაკაცებზე არიან დაქორწინებულები:
თორნიკე გოგრიჭიანი და ნინო ქორიძე
ყველასთვის მომხივბლელი მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი წლებია მსახიობისა და მოდელის ნინო ქორიძის მეუღლეა. ნინო თორნიკეზე 12 წლით უფროსია, თუმცა ეს მათ ურთიერთობას, თანაცხოვრებასა და ცოლ-ქმრობას ხელს არ უშლის.
წყვილი ერთმანეთს ძალიან უხდება და მათ საქართველში ერთ-ერთი ლაამაზი წყვილის სახელითაც ხშირად მოიხსენიებენ. თორნიკე და ნინო უკვე 12 წელია ცოლ-ქმარი არიან და მსახიობებს საერთო შვილებიც ჰყავთ.
მიხეილ ჩოხელი და მაკა ზამბახიძე
მომღერალი მაკა ზამბახიძე მასზე 7 წლით უმცროს ძიუდოისტს მიხეილ ჩოხელს გაჰყვა ცოლად. მაკა და მიხეილი თითქმის ორი წელია ერთად არიან, ბევრ ლამაზ ფოტოს აქვეყნებენ და ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად ბედნიერად ცხოვრობენ.
მაკა ცოტა ხნის წინ, ბებიაც გახდა, თუმცა ბებიობის ჯერ ნამდვილად არაფერი ეტყობა. მომღერალი შესანიშნავად გამოიყურება და ყოველთვის ფორმაშია.
ნუგზარ კაკულია და თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი 41 წლის ასაკში 32 წლის ნუგზარ ნუგო კაკულიას მეუღლე გახდა. წყვილს შორის 9 წლიანი ასაკობრივი სხვაობა მედიისთვის განხილვის საგანი გახდა. მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, ოჯახი სრულაიდ მოულოდნელად შექმნა და მალევე დედის როლიც მოირგო.
წულუკიანის დაოჯახების ამბავი ბევრისთვის უცხო, მიუღებელი და სახუმარო აღმოჩნდა. ბაია პატარაიამ კი ამ საკითხს პატარა ფეისბუქ პოსტით უპასუხა
"რაღაცნაირად მეცოდება ყველა, ვინც გულმოდგინედ ითვლის თეა წულუკიანისა და მისი ქმრის ასაკობრივ სხვაობას, რათა მერე რაღაც საწყალობელი ხუმრობა მოიგონოს. პ.ს. სხვათაშორის ეგ წყვილი რამდენიმეწლიან ურთიერთობას ითვლის - გასკდით გულზე... მერე ცივი წყალი დალიეთ და მიხედეთ საკუთარ ცხოვრებას..." - დაწერა ბაია პატარაიამ.