ნანუკა ჟორჟოლიანს საქართველოში ბევრი იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და სოციალურ ქსელშიც ხშირად აზიარებს საკუთარ ფოტოებს. ნანუკა არც პირად ცხოვრებასა და საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბარს ერიდება და გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას იღებს.
ამჯერად ნანუკა მედიტაციის შესახებ საუბრობს და გამომწერებს მიმართავს, თუ რაში ეხმარებათ მათ მედიტაცია. როგორც ნანუკას სწერენ, მედიტაცია სიმშვიდის შენარჩუნების საშუალებაა, ხოლო თავად ჟურნალისტი წერს, რომ ლოცვაც მედიტაციის ფორმაა, თანაც საუკეთესო.
ნანუკა ჟორჟოლიანი გამომწერებს საკუთარ გამოცდილებასაც უზიარებს: „მეც მქონდა შიშები, რომ ძველებურად ვეღარ ვიმოგზაურებდი, თვითმფრინავში მარტო ვერ ჩავჯდებოდი. ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ შიშებს ერევით, მაგრამ მანამდე შფოთვებთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოთ. შეიძლება ყოველდღე მოგიწიოთ ბრძოლა სიმშვიდისთვის, მაგრამ არ დანებდეთ. ყოველდღე შიშებზე გამარჯვება სხვანაირად გაგაძლიერებთ“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>