ნიკო ნანიტაშვილმა გივი ბერიკაშვილის შვილიშვილზე, მანანა ბერიკაშვილის ერთადერთ ქალიშვილზე, ანო მაისურაძეზე რამდენიმე წლის წინ იქორწინა. მათ პირველი შვილი 2015 წელს შეეძინათ. ნიკო პროფესიით მსახიობია, სხვადასხვა დროს ის არაერთ ტელევიზიაში მუშაობდა. ახლა კი „რუსთავი 2-ის“ ახალი იუმორისტული გადაცემის წამყვანის ამპლუასაც ითავსებს. როგორც თავად ამბობს, მანანა ბერიკაშვილის სიძეობამ მას ბევრ რამეში შეუშალა ხელი:
ბევრი მიიჩნევს, რომ მან მიმიყვანა მოზარდ მაყურებელთა თეატრში, მუსკომედიის თეატრშიც, „პოსტ-ტივიზეც“ და „რუსთავი 2“-ზეც. ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ ხომ არ დავუწყებ ადამიანებს ამის მტკიცებას?!
ვინც თეატრში დადის და ვისაც უყურებია ჩემი ორწლიანი სატელევიზიო ეთერისთვის, ყველამ იცის, ვინ ვარ. რასაც ცხოვრებაში მივაღწიე, არასოდეს არაფერი გამიკეთებია ვიღაცის ჩარევით ან ვიღაცის დარეკვით. ჩემმა სიდედრმაც აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ საქმეში ხელი შემიშალა მანანა ბერიკაშვილის სიძეობამ… ბევრ პროექტში დავიბლოკე მანანას გამო. 18 წელი ვცეკვავდი და ძალიან მინდოდა, პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მიმეღო მონაწილეობა. იმის ამბიციაც არ მქონდა, მაინცდამაინც მონაწილეებს შორის მოვხვედრილიყავი, უბრალოდ, მინდოდა სინჯები გამევლო. მაშინ უთხრეს მანანას, თქვენი სიძე რომ არის, რას იფიქრებს ხალხიო. მიუხედავად ამისა, ერთი წამითაც არ ვნანობ, ამ ოჯახში რომ ვარ…“ - ამბობს ნიკო ნანიტაშვილი „სარკესთან“ საუბრისას.