თორნიკე, იგივე თოშა ქებურია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ის მილიონერი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას შვილია და ამ სფეროში თავადაც წარმატებულია. 2017 წელს თოშამ მოდელ ქეთი ჟღენტზე იქორწინა. ბიზნესმენმა რჩეულს ხელი საფრანგეთში, კანის სანაპიროზე სთხოვა, მათი გრანდიოზული ქორწილის შესახებ კი მედია დიდი ხნის განმავლობაში წერდა. წყვილს ორი შვილი, კატერინა და ბუბა ჰყავს, ხოლო მესამე შვილს იანვარში ელოდება.
თოშა ქებურია სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა გამომწერებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებს მაინც უზიარებს. ამჯერად ის დაბადების დღეს უფროს შვილს, კატერინას ულოცავს, რომელიც სამი წლის გახდა. როგორც ჩანს, კატერინას საყვარელი ანიმაციური გმირებით გაფორმებული წვეულება ჰქონდა და მშობლებსა და ძმასთან ერთად სადღესასწაულო სანთლებიც ჩააქრო.
შვილს დაბადების დღეს ულოცავს ქეთი ჟღენტიც. მან „ინსტაგრამსთორიში“ კატერინას ფოტოები გამოაქვეყნა: „სამი წლის წინ დაიბადა ანგელოზი. მინდა, რომ ბედნიერი იყო“ - წერს მოდელი.


