პოპულარული ქართველი მომღერალი და ტელესახე ანრი ჯოხაძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ბოლო დროს ანრიმ იმიჯი რადიკალურად შეიცვალა, გამომწერები კი ხშირად აღნიშნავენ, რომ მას ასაკი საერთოდ არ ეტყობა.
საზოგადოების სიყვარულს იმსახურებს ანრი ჯოხაძის დედა, კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძეც. როგორც ანრი აღნიშნავს, მისი კარიერის შექმნასა და წარმატებაში დედას დიდი წვლილი მიუძღვის. რუსუდან ჩხაიძე დღეს იუბილარია, ანრი ჯოხაძემ კი მას სიურპრიზი გაუკეთა და მეგობრებთან ერთად ტორტი მიუტანა. ემოციური ვიდეო მან საკუთარ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა. „მიყვარხარ, დედა, გილოცავ დაბადების დღეს“ - წერს მომღერალი.