24 სექტემბერს განათლების ყოფილ მინისტრსა და მის მეუღლეს, მაია მუშკუდიანს, ტყუპი, ანასტასია და ნიკოლოზი შეეძინათ. „ანასტასია და ნიკოლოზი სახლში მობრძანდნენ! მადლობა ღმერთს! ახალი ცხოვრება იწყება! სახლიდან დილით გამოსვლა გართულდა. ამათთან განშორებას სერიოზული დასაბუთება სჭირდება“ - წერს ალექსანდრე ჯეჯელავა.
ალექსანდრე ჯეჯელავა პირველად ნატალია მუხათგვერდელზე იყო დაქორწინებული. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ. ყოფილი მინისტრი უკვე ბაბუაცაა და სოციალურ ქსელში შვილიშვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.
მეორედ ალექსანდრე ჯეჯელავამ მაია მუშკუდიანზე იქორწინა. მაია მუშკუდიანი, მეუღლის მსგავსად, განათლების სისტემაშია დასაქმებული და მათი ურთიერთობა ჯერ კიდევ ალექსანდრეს მინისტრობის დროს დაიწყო. წყვილმა ახალშობილების ფოტოები სოციალურ ქსელში უკვე გამოაქვეყნა და მეგობრებისგან უამრავი მილოცვაც მიიღო.