ოქსფორდის უნივერსიტეტის, ოქსფორდის ჯანმრთელობის ბიოსამედიცინო კვლევის ცენტრის (BRC) და ჯანმრთელობის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (NIHR) მკვლევარებმა 270 000-ზე მეტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანი შეისწავლეს შეერთებულ შტატებში. მათგან 37%-ს აღენიშნა „გრძელი კოვიდის“ სიმპტომი, რომელიც გამოჯანმრთელებიდან 3-6 თვის განმავლობაში ვლინდება.

სავარაუდო 9 სიმპტომიდან ყველაზე გავრცელებული შფოთვა/დეპრესია იყო, რასაც მოჰყვა გაძნელებული სუნთქვა, მუცლის ტკივილის სიმპტომები, გულმკერდის/ყელის ტკივილი და დაღლილობა. დოქტორ მაქს ტაკეტმა თქვა: „შედეგები ადასტურებს, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება გამოუვლინდეს „გრძელი კოვიდისთვის“ დამახასიათებელი სიმპტომები. გამოკვლეულ პაციენტთაგან ყოველ მესამეს აღენიშნება მსგავსი ჩივილები.“ სიმპტომები ოდნავ უფრო ხშირი იყო ქალებში და იმ ადამიანებში, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ.
ექსპერტები ამბობენ, რომ მსოფლიო ვირუსის კიდევ ერთ ტალღას გვიან შემოდგომაზე უნდა ელოდოს, რაც მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნებით იქნება გამოწვეული.