სულ მალე სასწავლო პროცესი აუდიტორიებსა და სკოლებში განახლდება და სასწავლო წელს სტუდენტები კამპუსებში განაგრძობენ. რადგან შემოდგომა მოვიდა, გარეთ გასვლის მიზეზებიც იმატებს და მოდაც იცვლება, სტუდენტებისთვის ამ სეზონზე ტრენდული სამოსი შევარჩიეთ და რჩევებით დავბრუნდით.
პიჯაკი

შემოდგომა პიჯაკების სეზონია, სტუდენტებმა კი შეგიძლიათ ამ სეზონზე ტრენდული კლეჩატი და ფერადი პიჯაკები მოირგოთ. პიჯაკისა და ჯინსის შარვლის, ან ამავე სტილის შეხამებული ორეულის სტილი არასდროს გადადის მოდიდან და ამ წელს მისი მორგება დაუფიქრებლად შეგიძლიათ.
2000-იანების სტილი

შედარებით თბილ, მზიან ამინდებში 2000-იანების სტილი საშემოდგომოდ შესაფერისია. მოკლე ქვედაბოლოები, მოკლე ქურთუკები და ბოდე მაისურები. მართალია დრო გადის, თუმცა 2000-იანების მოდა არ გვტოვებს.
ორეულები

ახალგაზრდულ სტილს ორეული სამოსი უხდება. შეუხამეთ ფერები ერთმანეთს, გემოვნებიანი სამოსსი შერჩევისას შეიძინეთ ორეულებიც და ამ სეზონზე თამამად მოირგეთ. ორეულის სტილის სამოსით შემდგარი "ლუქი" მარტივი ასაწყობია და ყოველთვის გამოგადგებათ.
თბილი შარფები

გარდამავალ სეზონს თბილი შარფებიც უხდება, თხელ ტყავის ქურთუკსა და პერანგზე შარფი ერთ-ერთი ტრენდული არჩევანია.

შეარჩიეთ თქვენი სტილისთვის შესაფერისი შარფი, შეუხამეთ ის ორეულსა და სადა ვარცხნილობას და შემოდგომის "ლუქი" უკვე აწყობილია.
სადა ვარცნილობა

არა მარტო სამოსი, არამედ ვარცხნილობაც გადის მოდისა და ტრენდების სიაში. შეიკარით თმა უკან, მოუხდინეთ სტილს საშუალო სიგრძის საყურეები სხვადასხვა აქსესუარები და სულ ეს არის, უნივერსიტეტი გელოდებათ.
წყარო
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>