„გაკვეთილი მეორე“ - როგორ ემზადებიან ნატო გელაშვილის ვაჟი და მისი საცოლე ქორწილისთვის (ვიდეო) - Marao

„გაკვეთილი მეორე“ - როგორ ემზადებიან ნატო გელაშვილის ვაჟი და მისი საცოლე ქორწილისთვის (ვიდეო)

2021-09-29 13:29:52+04:00


კომპოზიტორმა ნატო გელაშვილმა სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია გააზიარა და დაწერა, რომ მისმა ვაჟმა გიორგი ჭოხონელიძემ ანეტა ნიკურაძეს ხელი სთხოვა. კომპოზიტორმა ვიდეოც გააზიარა, რომელსაც ემოციური წერილი დაურთო: „მახსოვს, ერთ-ერთ ინტერვიუში მკითხეს, ვისთან ერთად შეხვდებოდით მზის ამოსვლასო. მაშინ ვუპასუხე, ჩემს შვილებთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც ჩვენნაირად სუნთქავს-მეთქი. ჰოდა, უბედნიერესი და ულამაზესი დილა მშვიდობისაოო... ამ დილით მზის ამოსვლას ჩემს შვილებთან ერთად ნამატით შევხვდი.... ჩემს გოგოსთან და ჩემს ორ ბიჭ თან ერთად... გილოცავთ, ჩემო უსაყვარლესებოოო, ჩემო ნაწილნო, ჩემო დილის გათენებავ გოგო-ბიჭებო.... გიო&ანეტა, ბედნიერება იყოს თქვენი ცხოვრების სავალი გზის ზურგის ქარი. მიყვარხართ” - წერდა ნატო გელაშვილი.

ამჯერად კომპოზიტორი „ინსტაგრამზე“ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ემზადებიან გიორგი და ანეტა ქორწილისთვის. როგორც ჩანს, ქორწილში ისინი ტრადიციულ ქართულ ცეკვას შეასრულებენ და ამისთვის წინასწარ მეცადინეობენ. „გაკვეთილი მეორე“ - წერს ნატო გელაშვილი.

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>