2019 წელს 4 ივლისს ყველასთვის საყვარელი ტელესახე გიორგი გოგიჩაიშვილი 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე სენს ებრძოდა, რის შესახებაც მისმა მეუღლემ, ჟურნალისტმა ნათია ბანძელაძემ არაერთ გადაცემაში ისაუბრა. ნათია ხშირად აქვეყნებს გოგიჩასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და იხსენებს მასთან გატარებულ დროს.
ამჯერად ნათია ბანძელაძე ემოციურ წერილს აქვეყნებს და წერს, რომ მისი და გოგიჩას ქორწინებიდან 32 წელი გავიდა. „როცა სიყვარულს ტოვებ, არაფერი სრულდება. რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო ღრმაა მისი სიყვარული. გილოცავთ დღევანდელ დღეს“ - წერს ის.

