ამერიკაში ბევრი ქართველი ცხოვრობს, ბევრმა იქ ყოფნისას სახელიც გაითქვა და სოციალიურ ქსელში საზოგადოებას ხმა მიაწვდინა. ნათია გზირიშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ამერიკიდან ქართველ ხალხს ყოველდღე ესაუბრება. ნათია წლების წინ ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, იქაურ ქართველებთან სამეგობრო წრე შეკრა და ოჯახიც შექმნა.
ულამაზესი გოგონა არტისტია, მაკიაჟის ხელოვნებას ფლობს და ამავე პროფესიით მუშაობს. ნათია "იუთუბ" პლატფორმაზე აქტიურობით გამოირჩევა, ბლოგერია, ინფლუენსერობას ითავსებს და ქართველ ხალხს საინტერესო, ფერად და ლამაზ ვიდეოებს სთავაზობს.
ნათიას ყოველდღიურობა მაკიაჟის გაკეთებით, სამსახურით და სხვა მრავალფეროვანი დეტალებით არის სავსე. უკვე რამდენიმე დღეა ულამაზესი ბლოგერი დედა გახდა და სოციალურ ქსელში შვილის პირველი ფოტოც გამოაქვეყნა.
ნათიამ შვილს ანისია დაარქვა, პატარა ანგელოზის მოლოდინს ბლოგერი სოციალრ ქსელებში ხალხს უზიარებდა, საყიდლებს, სამზადისსა და მოლოდინებს არ მალავდა.
"1 დღის ჩემი ახდენილი ოცნება ვერც კი ავღწერ იმ ბედნიერებას, რაც ამ პატარა პრინცესა გოგომ მოგვიტანა, გულზე რომ დამაწვინეს მაშინ დავიბადე მეც. უდიდესი მადლობა ჩემს საუკეთესო ექიმს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ მშვიდად და უპრობლემოდ მემშობიარა და დიდი მადლობა თქვენ მოლოცვისთვის და ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის ჯერ კიდევ ემოციებში ვარ და ძლივს ვუყრი თავს სიტყვებს"- დაწერა ნათიამ "ინსტაგრამზე"
"რა ლამაზია, ჯანმრთელი და ბედნიერი გაგეზარდოთ" - უწერენ ნათიას სოციალურ ქსელში.
ნათიას "ინსტაგრამზე" 40 000 მიმდევარი ჰყავს, ასევე "იუთუბსა" და "ფეისბუქზე" ათასობით გამომწერი და გულშემატკივარი. ნათია სოც ქსელებში არცერთ თემას ერიდება, თავისუფალი ცხოვრების სტილი აქვს, ჩაცმა, თავის მოვლა და მაკიაჟის კეთება მოსწონს და დეტალურად განიხილავს ხოლმე ამერიკაში ცხოვრების მინუსებსა და პლიუსებს.
ნათია 28 წლის ხდება და ამერიკის შესაფერისად, ფერადი, სადა და გემოვნებიანი სტილი აქვს.