მალაიზიის ყოფილი მეფე მზადაა გადაიხადოს 300 ათასი დოლარი იმისთვის, რომ შვილმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტოს, ხოლო ყოფილმა ცოლმა სოციალური ქსელები გააუქმოს - Marao

მალაიზიის ყოფილი მეფე მზადაა გადაიხადოს 300 ათასი დოლარი იმისთვის, რომ შვილმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტოს, ხოლო ყოფილმა ცოლმა სოციალური ქსელები გააუქმოს

2021-09-29 16:00:39+04:00


მუჰამედ V-მ შესთავაზა ყოფილ მეუღლეს, ოქსანა ვოევოდინას, შექმნას ნდობის ფონდი მათი საერთო ვაჟისთვის, ლეონისთვის. როდესაც ლეონი სრულწლოვანი გახდება, ის შეძლებს გამოიყენოს ეს თანხა ორი პირობით: პირველი - ლეონი არასდროს ეცდება მამასთან კომუნიკაციას; მეორე - ლეონის დედა შეწყვეტს სოციალური ქსელების მოხმარებას.

„სულთანის ცოლი“, „დედოფალი ტახტის გარეშე“ - ასე მოიხსენიებდნენ სულთანის ცოლს, ოქსანა ვოევოდინას მას შემდეგ, რაც მან მონაწილეობა მიიღო „მის მოსკოვის“ კონკურსში და გამარჯვებაც მოიპოვა.

2018 წელს ოქსანა ვოევოდინამ მისი და სულთნის ქორწილის ფოტოები და ვიდეოები პრესას მიაწოდა, ამ საქციელმა კი სულთანი აღაშფოთა, რადგან მათ ქორწილი საიდუმლოდ გადაიხადეს. სულთნის შვილის შესახებ, რომელსაც ის საგულდაგულოდ მალავდა, ყველამ გაიგო და ლეონი ტახტის მემკვიდრედ აღიარეს.

მართალია, ქორწინებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ მუჰამედ V–მ დაკარგა ტიტული, მაგრამ ამ რთულმა პოლიტიკურმა პროცესებმა მას ხელი ვერ შეუშალა, რომ ცოლთან, რომელიც მალევე დაბრუნდა მოსკოვში, დისკუსია გაემართა. საქმეში ადვოკატებიც ჩაერთნენ და ახლა შვილის საკითხს სწორედ სასამართლოს ძალით განიხილავენ.

მუჰამედ V-მ ყველა ინტერვიუში, რომლებიც დასავლურ პრესას მისცა, თქვა, რომ ლეონი მისი შვილი არ იყო და მემკვიდრეობის საკითხი დღის წესრიგში არ იდგა. მალაიზიის მმართველის თქმით, ლეონ ისმაილი შეიძლება იყოს ნებისმიერი აზიელი ადამიანის შვილი. ვოევოდინა უჩიოდა სულთანს და ითხოვდა, რომ მამა შვილს დახმარებოდა. მან კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა შვილის სურათები, რომელიც ძალიან ჰგავს მუჰამედ V-ს. ყოფილმა „მის მოსკოვმა“ მუჰამედ V-ს სახლის ყიდვაც მოსთხოვა, რადგან ბავშვი იზრდებოდა და მას სრულფასოვანი პირობები სჭირდებოდა. „როგორ ფიქრობს ის, ვინ ვარ მე? ბილ გეითსი?“ - ასე გამოეხმაურა სულთანი მოთხოვნას.

2021 წელს გავლენიანმა გამოცემა Daily Mail-მა დაწერა, რომ მუჰამედ V ოქსანა ვოევოდინას შვილისთვის ნდობის ფონდის შექმნას სთავაზობს. მუჰამედ V მზად არის, დაახლოებით, 300 000 ათასი დოლარი შეიტანოს ანგარიშზე, თუ ლეონი უარს იტყვის მამასთან კონტაქტზე, ხოლო მისი ცოლი სოციალურ ქსელებს გააუქმებს. გარდა ამისა, სულთანი ითხოვს, რომ ბიჭი მუსლიმური ტრადიციებით გაიზარდოს. ის, ასევე, მზადაა, ვოევოდინას გადაუხადოს ყოველთვიურად 100 000 აშშ დოლარი გადასახადებისთვის, წერს Daily Mail-ი.

სულთანი გეგმავს ტახტზე დაბრუნებას. ამიტომაც მუჰამედ V-ს არ სურს რუსი შვილის აღიარება, რომელიც რუსი ქალისგან ჰყავს და ლეონი არ იქნება კელანტთა სასულთნოს მემკვიდრე. მოდელი არ ეთანხმება ყოფილი ქმრის პირობებს და მზად არის დაიცვას შვილის უფლებები სასამართლოში.