მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს, ფოტოსესიებითა და სოცქსელებში აქტიურობით გამომწერებს თავს არასდროს ანატრებს.
მოდელი ორსულადაა და ახლა მისი ყოველდღიურობა და ფოტოები განსხვავებული და გამორჩეულია. ალექსანდრა მალე გოგოს დედა გახდება და დემეტრეს, მის პირველ შვილს, და ეყოლება.
მოდელი ჩაცმის თამამი სტილით გამოირჩევა და არც ორსულობაში ერიდება მსგავს, თამამ სამოსს. ალექსანდრა შეუდარებელ ფორმაშია და უკვე მუცელიც ეტყობა.
ორსული ქალბატონებისთვის ალექსანდრას გარდერობი ინსპირაციის წყაროც შეიძლება გახდეს. მოდელი ხშირად ირგებს ფეხთან ჩახსნილ, გრძელ და მოკლე კაბის სხვადასხვა ვერსიას.
ალექსანდრა მაღალია, კარგი აღნაგობა აქვს და მოკლე კაბები მუცელთან ერთად საოცრად
უხდება.
ალექსანდრას საყვარელი სამოსია ცხოველის პრინტი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. მოდელი ჩაცმის სტილისა და აღნაგობის გამო კომპლიმენტებს მუდამ იღებს.
პროფესიიდან გამომდინარე, ალექსანდრა ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე და მათ, ვინც შვილს ელოდება, შესაძლოა მისი ჩაცმის სტილი გამოსასვლელად, საღამოს რესტორანში ან შეხვედრაზე ინსპირაციად გამოადგეთ.