„27 კვირა... დეკემბერში შევხვდებით ჩვენს პატარას“ - მარიტა მელიქიშვილი ახალ ვიდეოს აქვეყნებს - Marao

„27 კვირა... დეკემბერში შევხვდებით ჩვენს პატარას“ - მარიტა მელიქიშვილი ახალ ვიდეოს აქვეყნებს

2021-09-30 14:06:18+04:00


ტელეწამყვან გიორგი გასვიანსა და მომავალ ჟურნალისტ მარიტა მელიქიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. წყვილმა სულ ცოტა ხნის წინ იქორწინა, ამ ამბავმა კი სოციალურ ქსელში დიდი ინტერესი და აჟიოტაჟი გამოიწვია. გუშინ მარიტამ და გიორგიმ საზოგადოებას სასიამოვნო სიახლე გაუზიარეს და თქვეს, რომ ისინი პირველ შვილს ელოდებიან: “ყველაზე ბედნიერი მოლოდინი“ - წერდა ტელეწამყვანი.

როგორც ჩანს, მარიტა მელიქიშვილმა ორსულობის შესახებ აპრილის თვეში გაიგო, მას შემდეგ კი არაერთ კადრსა და ფოტოს ინახავდა, რომელიც ახლა გამოაქვეყნა: „27 კვირა... მეშვიდე თვე დაიწყო. ყველაზე ბედნიერები ვართ და დიდი ხნის შემდეგ ამ სიხარულს თქვენც გიზიარებთ. დეკემბერში შევხვდებით ჩვენს პატარას“ - წერს მარიტა. გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი ბიჭის მშობლები გახდებიან.