„რომ არ ვუყურო, როგორ ვბადებ ჩემს საკუთარ შვილს, შეიძლება, გავაფრინო, მითუმეტეს მაშინ, როცა ვიცი, რომ გიორგი ჩემ გევრდით იქნება“ - მარიტა მელიქიშვილი გამომწერებს პასუხობს - Marao

„რომ არ ვუყურო, როგორ ვბადებ ჩემს საკუთარ შვილს, შეიძლება, გავაფრინო, მითუმეტეს მაშინ, როცა ვიცი, რომ გიორგი ჩემ გევრდით იქნება“ - მარიტა მელიქიშვილი გამომწერებს პასუხობს

2021-10-03 11:27:45+04:00


სულ ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა და მისმა მეუღლემ, მარიტა მელიქიშვილმა საზოგადოებას სასიმოვნო სიახლე გაუზიარეს და თქვეს, რომ მალე პირველი შვილის მშობლები გახდებიან. ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და წყვილმა უამრავი მილოცვა მიიღო.

როგორც ჩანს, მარიტას გამომწერები ორსულობის შესახებ არაერთ კითხვას უსვამენ, რომელთაც ის „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით პასუხობს: „რომ არ ვუყურო, როგორ ვბადებ ჩემს საკუთარ შვილს, შეიძლება, გავაფრინო. ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად ვარ, მითუმეტეს მაშინ, როცა ვიცი, რომ გიორგი ჩემ გევრდით იქნება. ბავშვის სახელი თავიდანვე მოვიფიქრეთ, მაგრამ ამას მშობიარობის დღეს გაიგებს ყველა, მათ შორის, ჩვენი ოჯახის წევრებიც. უკვე 27 კვირის ვარ და 10 კილოგრამი მოვიმატე. დიდი სურვილი მაქვს, რომ მშობიარობის შემდეგაც ამ წონაზე ვიყო. მუცელი 5 თვემდე არ მეტყობოდა. მე-6 თვეში უკვე ყოველ დღე მეზრდებოდა, წინიდან ახლაც ვერავინ ხვდება, რომ ორსულად ვარ. გვერდიდან რომ ვდგები, მერე ხვდებიან“ - ამბობს მარიტა მელიქიშვილი.

მარიტამ სწავლისა და ოჯახის შეთავსებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამას იდეალურად მოახერხებს, ხოლო გამომწერების თხოვნით, მეუღლეს ჰკითხა, გაეხსენებინა, რა რეაქცია ჰქონდა ორსულობის გაგების შემდეგ: „საოცარი... დამუნჯდა“ - ამბობს მარიტა.