თებერვლის თვეში მოდელმა თამო ვაშალომიძემ ტელეკომპანია POSTV-ს ეთერში საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის მძიმე სენს ებრძვის, რომელიც კიდურების დეფორმაციას იწვევს: „ვერ გაიგეს, რა მჭირს. ზოგმა მითხრა, ქუსლი გეშლებაო“, - ამბობდა მოდელი. მან აღნიშნა, რომ დეფორმაციასთან ერთად ტკივილებიც აწუხებს. მალე ასე გადავიღებ ფოტოს, ოღონდ ლამაზი ფეხებით. თქვენ ვერც ხვდებით, ჩემთვის ეს პოსტი რა რთული დასადები აღმოჩნდა“ - წერდა თამო ვაშალომიძე.

ამჯერად კი თამო ვაშალომიძე „ინსტაგრამზე“ ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ის ოპერაციას უკვე მალე გაიკეთებს: „ოპერაციის გაკეთებას გერმანიაში ვაპირებდი, მაგრამ რადგან რთული ოპერაციაა და ორივე ფეხზე კასტილები უნდა მქონდეს, ფიზიკურად ძალიან გავწვალდები. ამიტომ თბილისში გავიკეთებ. ახლა მოვედი ერთ-ერთ კლინიკაში კონსულტაციაზე და უკვე ჩავეწერები საოპერაციოდ, თქვენც ყველაფერს გეტყვით“ - ამბობს მოდელი.