ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ შემოდგომას შესაბამისი დახვედრა სჭირდება. ჩვენ უნდა მოვამზადოთ კანი, გადავაწყოთ ჩვენი რუტინა, შეცვავლოთ გარდერობი, სტილი და თვალი ვადევნოთ ახალ ტრენდებს. უკვე მოამზადეთ კანი ცივი დღეებისთვის და შეცვალეთ საცხებისა და ნიღბების თარო, თუ არა მაშინ მოგროვდით სახლში დასამზადებელი ნიღბების რამდენიმე ვერსია უნდა გაგიზიაროთ.
გოგრის ნიღაბი

ინგრედიენტები:
- 1 ჩაის კოვზი დაჭყლეტილი ან დაბლენდერებული გოგრა
- 1 ჩაის კოვზი თაფლი
- ½ ჩაის კოვზი რძე
მომზადების წესი:
შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს, გაიწმინდეთ სახე და წაისვით ნიღაბი, მოარიდეთ თვალებს, დაიტოვეთ 15-20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
გოგრის და დარიჩინის ნიღაბი

ინგრედიენტები:
- ½ ჭიქა გოგრა
- ½ ყავისფერი შაქარი
- ¼ დაფხვნილი დარიჩინი
მომზადების წესი:
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, კარგად აურიეთ და წაისვით სახესა და ტანზე, მოარიდეთ თვალებს და კარგად გაიხეხეთ კანი, ტანზე 2-3 წუთის განმავლობაში, ხოლო კანზე 2 წუთიც საკმარისია და თბილი წყლით ჩამოიბანეთ შემდეგ კი ნელა შეიმშრალეთ ტანიც და სახეც.
მოცხარის ნიღაბი

ინგრედიენტები:
- 6-7 დაჭყლეტილი მოცხარი
- 1 ჩაის კოვზი თაფლი
- 1 ჩაის კოვზი იოგურტი
მომზადების წესი:
შეურიეთ მოცხარი და თაფლი, გაიწმინდეთ სახე ტონერით ან წყლით და დაიტანეთ ნიღაბი. გაიჩერეთ 15 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ კარგად ისე რომ არ დარჩეს სახეზე ნიღბის მცირედი მასაც კი.
წყარო