ანი გიუნტერი უკვე ათ წელზე მეტია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და ამ ხნის მანძილზე მან უამრავ ადამიანს შეაყვარა თავი. ანი სოციალურ ქსელშიც აქტიურია და გუშემატკივრებს ხშირად უზიარებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს.
ამჯერად გიუნტერი ფოტოებსა და ვიდეოებს კიმ კარდაშიანის გახმაურებული „ლუქით“ აქვეყნებს. მას შემდეგ, რაც Met Gala-ს ღონისძიებაზე კარდაშიანი ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი არაორდინარული სამოსით გამოჩნდა, მას მალევე მიბაძა არაერთმა ცნობილმა სახემ მსოფლიოში. ამჯერად კი მსგავსი სამოსი ანი გიუნტერმა ერთ-ერთი გადაცემის მსვლელობისას მოირგო. „ორეულების ბანდა“ - წერს ის „ინსტაგრამზე“.

